|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამალაძე.
|
ზურაბ მამალაძე (დ. 2 ოქტომბერი 1982, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, მარტვილის „მერანის“ მეკარე.
კარიერა
საკლუბო
ზურაბ მამალაძემ საკლუბო კარიერა 1997 წელს, 15 წლის ასაკში უმეტესი ქართველი ფეხბურთელის მსგავსად თბილისის „დინამოში“ დაიწყო. ერთი წლის შემდეგ საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ ჩაირიცხა. შემდეგ სეზონში კი წნორის „მილანში“. 2004 წელს იგი ისევ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა და სწორედ ამ დროს დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა. 2004 წელს დინამომ უეფა-ს თასზე თამაშის უფლება მიოპოვა და მამალაძესაც შანსი მიეცა მაღალ დონეზე ეთამაშა. „დინამოს“ მაშინდელმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დააყენა, თუმცა ზურა, ისევე როგორც ბევრი მაშინდელი „დინამოელი“ გამოუცდელი იყო ასეთი მაღალი დონის თამაშებისთვის და ორი უპასუხო გოლი გაუშვა საკუთარ კარში. ზურაბ მამალაძემ ორი კვირის შემდეგ, ლისაბონის „სპორტინგის“ წინააღმდეგაც ითამაშა, თუმცა ამ მატჩში „დინამოს“ მეკარემ ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა.
2005 წელს ზურამ „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, მაგრამ ახალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში ახალგადმოსულ „ბორჯომში“ გააგრძელა კარიერა. აქ გატარებული ერთი წლის შემდეგ ახლა საჩხერის „ჩიხურაში“ გადავიდა, შემდეგ ბოლნისის „სიონში“, სულ ბოლოს კი აზერბაიჯანში, საფეხბურთო კლუბ „გაბალაში“ ითამაშა. 2008 წელს ზურა საქართველოში, ზუგდიდის „მგლებში“ დაბრუნდა, სადაც ნახევარი სეზონი გაატარა და 2009 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრამდე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“ ირიცხებოდა. შემდეგ ითამაშა გორის „დილაში“ და საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“, 2014 წლის იანვრიდან მარტვილის „მერანის“ ფეხბურთელია.
სანაკრებო
ზურაბ მამალაზემ სანაკრებო კარიერა 2004 წელს, კვიპროსის ოთხთა ტურნირზე დაიწყო. მისი პირველი მატჩი იყო სომხეთთან, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა 2:0 დათმეს. და საერთოდ, იმ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ ზურას საერთოდ აღარ ეძლეოდა ნაკრები თამაშის შანსი. მხოლოდ 2009 წელს, ექტორ რაულ კუპერმა შეამჩნია ეს მეკარე და ნაკრებში გამოიძახა, თუმცა ამ პერიოდში მხოლოდ 1 მატჩის ჩატარების შანსი მიეცა.
ტიტულები
რესურსები ინტერნეტში