„ზომბილენდი“ (ინგლ. ზომბილენდი) — 2009 წლის საშინელებათა ჟანრის კომედია. პრემიერა გაიმართა 2009 წლის 2 ოქტომბერს ფილმის რეჟისორია რუბენ ფლეიშერი.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მას შემდეგ, რაც აშშ-ში ზომბის ვირუსი გავრცელდა, გადარჩა მცირერიცხოვანი გუნდი რომელიც მოგზაურობს ქალაქიდან ქალაქში რათა ზომბებს გაექცნენ. ერთ-ერთი გადარჩენილთა შორის თინეიჯერი ბიჭია, რომელიც კოლუმბუსში მიემგზავრება სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ. იმისათვის, რომ გადარჩეს მან შეიმუშავა წესთა სისტემა რომელსაც მთელი ფილმის განმავლობაში იცავს. ერთხელაც გზაზე ის შეხვდება სხვა გადარჩენილ მოგზაურს, რომელსაც ზომბთა სხვადასხვა სადისტური ხერხით დახოცვა უყვარს. ის ტალაჰასში მიემართება ამიტომ ბიჭის გაყოლებასაც გადაწყვეტს. მარტოობაში ისინი ვერავის ენდობიან, ამიტომ ერთმანეთს იმ ქალაქების სახელებს ეძახიან საითაც მიემართებიან. კოლუმბუსს და ტალაჰასს ბევრი სურთულის გადალახვა მოუწევთ ერთად, მათ შორისაა ორი ცბიერი და (უიჩიტა და ლიტლ როკი) რომლებმაც რამდენიმეჯერ გააცურეს ბიჭები.
როლებში
კოლუმბუსის წესთა სისტემა
- იყავი ფორმაში
- საკონტროლო გასროლა
- ფრთხილად ტუალეტებში
- უსაფრთხოების ღვედი
- მფრინავი რკინის ტაფა
- იცხოვრე მარტივად
- იშოვე მაგარი წყვილი
- პირსახოცი
- ბოულინგის ბურთი
- არ ისურვო, იყო გმირი (ფილმის ბოლოს იცვლება „იყავი გმირი“-თ)
- ერიდე სტრიპტიზ-კლუბებს
- თუკი ეჭვი გეპარება, გვერდის ასავლელი გზა იპოვე.
- შეამოწმე უკანა სავარძელი
- შვეიცარიული საბრძოლო დანა
- ჰიგიენა
საინტერესო ფაქტები
- ფილმის ყველა პერსონაჟს ამერიკის ქალაქების საპატივსაცემულო სახელები ჰქვია: კოლუმბუსი (კოლუმბუსი), ტალაჰასი (ტალაჰასი), უიჩიტა (უიჩიტა) და ლიტლ როკი (ლიტლ-როკი).
- ბილ მარის და ვუდი ჰარელსონს ერთად უკვე ჰქონდათ ნათამაშები სხვა ფილმში.
- როდესაც ფილმში ტალაჰასი და ბილ მარი მარიხუანით დაბოლდებიან ისინი ცდილობენ დაიჭირონ წარმოსახვითი მოჩვენება და ერთმანეთს მიმართავენ სახელებით: რეი და პიტი. ასე ეწოდება ფილმის „მოჩვენებებზე მონადირეების“ მთავარ გმირებს, რომელშიც ბილ მარიმ პიტის როლი შეასრულა.
- ფილმის თითქმის ბოლო მომენტში უიჩიტა კოლუმბუსს თავის ნამდვილ სახელს ეუბნება - კრისტა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო