ზლატოუსტი (რუს. Златоуст) — ქალაქი რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში. ზლატოუსტის საქალაქო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2016 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 169 057 კაცს. ქალაქთან ახლოს, მისგან აღმოსავლეთით, 60-ე მერიადიანზე გადის ევროპისა და აზიის საზღვარი.
გეოგრაფია
ქალაქი მდებარეობს რუსეთის ევროპულ ნაწილში. მდინარე აიზე, ჩელიაბინსკიდან დასავლეთით 120 კილომეტრში და მოსკოვიდან 1750 კილომეტრში დასავლეთით. ქალაქში გადის ტრანსციმბირის მაგისტრალი.
ისტორია
პირველი რუსული დროებითი დასახლება თანამედროვე ზლატოუსტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა XVII საუკუნეში ოქროს მაძიებლების საქმიანობასთან დაკავშირებით. თავად ქალაქი ზლატოუსტი დაარსდა 1754 წელს ლითონის ნაკეთობათა ქარხანასთან ერთად და სახელი ეწოდა წმინდა იოანე ოქროპირის (რუს. Иоанн Златоуст) პატივსაცემად.
1815 წელს აქ დაარსდა იარაღის ქარხანა. 1917 წლის 4 დეკემბერს ქალაქში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. 1918 წლის 27 მაისს ქალაქთან გაიმართა ბრძოლა ლეგიონერებსა და ადგილობრივ წითელარმიელებს შორის.
მეორე მსოფლიო ომში 30 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ზლატოუსტიდან, 9 000-ზე მეტი ვერ დაბრუნდა ბრძოლის ველიდან.
ღირსშესანიშნაობა
ცნობილი ადამიანები
რესურსები ინტერნეტში
- ↑ https://web.archive.org/web/20200609144447/http://www.zlat-go.ru/04_glava/