ზანავის წმინდა გიორგის ეკლესია — შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი ახლანდ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის ტერიტორიაზე.
ნაგებობა მოზრდილი დარბაზული ეკლესია, რომელიც მრავალჯერ არის გადაკეთებული და ძველი სახურავი აღარ შერჩენია. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში შესასვლელებია. სამხრეთის შესასვლელს ზემოდან ოთხკუთხა ლოდი ადევს, რომლის რელიეფურ ჩარჩოში რელიეფურივე, მოგრძო ჯვარია გამოსახული. ეკლესიაში ერთსაფეხურიან პილასტრებს პროფილიანი კაპიტელები აქვს, პროფილიანია ლავგარდნებიც. საკურთხევლის მარცხენა მხარეს მაღალი ნიშაა. ეკლესიის ირგვლივ ძველი სასაფლაოა.
ლიტერატურა