ზაისანი (ყაზახ. Зайсан) — გამდინარე ტბა სამხრეთ ალთაის, თარბაღათაისა და საურის ქედების შტოქედებს შორის მოქცეულ ქვაბულში, ყაზახეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ტბაში ჩაედინება მდინარე შავი ირტიში, გამოედინება მდინარე ირტიში. ბუხთარმის ჰესის აშენებამდე ზაისანის ფართობი 1810 კმ² იყო, სიგრძე 111 კმ, სიგანე დაახლოებით 30 კმ. ტბის საშუალო სიღრმეა 4-6 მ, მაქსიმალური 15 მ. ტბაში კაშხლის აგების შემდეგ ტბაში ჩამდინარე შავი ირტიში შეგუბდა და ტბის დონემ 7 მეტრით აიწია. ამჟამად ზაისანი ბუხთარმის წყალსაცავის უდიდეს ნაწილს შეადგენს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში