ვიშეგრადი (უნგრ. Visegrád) — პატარა ციხე-სოფელი პეშტის მედიეში, უნგრეთი.
მდებარეობს ბუდაპეშტიდან ჩრდილოეთით, დუნაის მარჯვენა სანაპიროზე, მისი მოსახლეობა 2004 წლის მიხედვით შეადგენს 1 711 მოსახლეს. ვიშეგრადი ცნობილია მათიაშ I-ის რენესანსის სტილის სასახლის ნანგრევებითა და შუა საუკუნეების ციტადელით.
ეტიმოლოგია
სახელი ვიშეგრადი (Vyšehrad) არის სლავური წარმოშობის და აღნიშვას ზემო ციხეს ან ზემო გამაგრებულ დასახლებას. სლოვაკურ და ჩეხურ ენებში იწერება როგორც - Vyšehrad. ასევე არსებობს ბოსნია და ჰერცეგოვინაში იგივე დასახელების სოფელი - ვიშეგრადი, რომელიც მისი ხიდითაა ცნობილი. გერმანულად სოფელს ჰქვია - პლინტენბურგი (Plintenburg).
გალერეა
-
მათიაშის სამეფო სასახლე
-
სამეფო სასახლე
-
სიბრიკის გორა
რესურსები ინტერნეტში
- ↑ Hungarian National Namespace — 2019.