ვიტამინი E — წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ საშუალებას. მას აქვს უნარი დაიცვას სხვადასხვა ნივთიერებები ზეჟანგვითი ცვლილებებისგან, თრგუნავს ცილების, ნუკლეინის მჟავების და სტეროიდების ცვლას.
დადებითი თვისებები
კუნთების ქმედუნარიანობის შენარჩუნებისათვის, სისხლძარღვოვანი და ენდოკრინული სისტემისათვის;
იცავს გულისა და ნერვული დაავადებებისაგან, მოწევის და დაბინძრებული ჰაერის მავნე ზემოქმედებისაგან;
ახალგაზრდული იერის შენარჩუნებისათვის, უჯრედების დაბერების პროცესის შენელებისათვის;
აფართოებს სისხლძარღვებს;
იცავს ფილტვებს ჰაერის დაბინძურებისაგან;
სისხლის ტრომბების გაჩენას აფერხებს;
დამწვრობის მოშუშებას აჩქარებს;
მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება და შეუძლია სისხლის წნევის დაწევა;
ვიტამინი E - მისი დეფიციტი იწვევს პერიფერიულ ნეიროპათიას, სპინოცერებრალურ ატაქსიას, ხერხემლის კუნთების ატროფიას, რეტინოპათიას. ვითარდება ცხიმების მალაბსორბცის დროს, ან ვიტამინი E-ს გენეტიკური დარღვევების დროს. დარღვეულია მისი მეტაბოლიზმი/ტრანსპორტი.
ლიტერატურა
Biomoléculas. Una introducción estructural a la Bioquímica. Enrique Battaner Arias. Cap. 6. 226-227. Universidad de Salamanca.
Tratado de Bioquímica. 5ºEd. Villar Palasí, V; Cabeza J.A; Santos Ruiz, A. 1977. Augusta, Barcelona.
Institute of Medicine, Food and Nutrition board. Dietary Reference Intakes: Vitamin C, Vitamin E, Selenium, and Carotenoids. National Academy Press, Washington, DC, 2000.
Dietary Guidelines Advisory Committee, Agricultural Research Service, United States Department of Agriculture (USDA). Report of the Dietary Guidelines Advisory Committee on the Dietary Guidelines for Americans, 2000. http://www.ars.usda.gov/dgacდაარქივებული 2003-12-04 საიტზე Wayback Machine.
Rosenberg H and Feldzamen AN. The book of vitamin therapy. New York: Berkley Publishing Corp, 1974.