ვილიარიკა (ესპ. Villarrica) — ქალაქი პარაგვაიში, გუაირის დეპარტამენტის დედაქალაქი. 1570 წლის 14 მაისს დააარსა ესპანელმა კაპიტანმა რუი დიას დე მელგარეხომ, ძველი გუაირის ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ბრაზილიის საზღვრებშია.
ვილიარიკაში მრავალი ისეთი ადგილია, რომლითაც პარაგვაული კულტურა ამაყობს, მაგალითად მანუელ ორტის გერეროს ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი.
ქალაქი ამჟამინდელ ადგილას 1682 წელს დასახლდა, იბიტურუსუს მთების მახლობლად, ზღვის დონიდან 180 მეტრზე. კოლონიურ პერიოდში ვილიარიკა ყვაოდა და მას თითქმის ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ასუნსიონს, მაგრამ პარაგვაის ომების დროს ის თითქმის მთლიანად დაინგრა. 1889 წელს რკინიგზით დაუკავშირდა ასუნსიონს.
რელიეფი ამაღლებულია, ტყიანი და ხელსაყრელია შაქრის ლერწმის მოყვანისა და მესაქონლეობისთვის.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ↑ https://www.datos.gov.py/dataset/nuevo-codigo-postal-del-paraguay