სანიმუშო სტატიებად ითვლება ვიკიპედიის ის სტატიები, რომლებიც პროექტის მონაწილეთა აზრით შესაძლებლობის ფარგლებში ყველაზე სრულად პასუხობს ვიკიპედიის მოთხოვნებს, ანუ ისინი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
შინაარსი
__DTELLIPSISBUTTON__{"threadItem":{"headingLevel":2,"name":"h-","type":"heading","level":0,"id":"h-\u10e8\u10d8\u10dc\u10d0\u10d0\u10e0\u10e1\u10d8","replies":[]}}-->
- სტატია დასრულებულ წარმოდგენას უნდა იძლეოდეს სტატიის საგანზე, უნდა აღწერდეს მასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან ფაქტს და დეტალს.
- ყველა გადმოცემული ცნობა უნდა იყოს სარწმუნო და კონკრეტული.
- სტატიის პირველი წანადადება უნდა შეიცავდეს განსახილველი ცნების მოკლე და ცხად განსაზღვრებას.
- სტატიის შინაარსი უნდა იყოს სტაბილური, მასში გადმოცემული თვალსაზრისი - საყოველთაოდ გაზიარებული. სანიმუშო სტატია არ უნდა იწვევდეს კამათს, დაწერილი იყო ნეიტრალური თვალსაზრისის პრინციპით.
- სტატიაში უნდა იყოს მითითებები თანამედროვე ავტორიტეტულ ლიტერატურულ წყაროებზე.
ენა
__DTELLIPSISBUTTON__{"threadItem":{"headingLevel":2,"name":"h-","type":"heading","level":0,"id":"h-\u10d4\u10dc\u10d0","replies":[]}}-->
ფორმა
__DTELLIPSISBUTTON__{"threadItem":{"headingLevel":2,"name":"h-","type":"heading","level":0,"id":"h-\u10e4\u10dd\u10e0\u10db\u10d0","replies":[]}}-->
- სანიმუშო სტატია არ უნდა იყოს არც ძალიან მოკლე, არც ძალიან გრძელი. მისი ზომა უნდა შეესაბამებოდეს განსახილველი საკითხის მოცულობას.
- სტატია ფორმატირებული უნდა იყოს ვიკიპედიის წესების შესაბამისად, იყოს ვიკიფიცირებული (ჰქონდეს ლოკალური და ინტერვიკი ბმულები).
- სტატიას უნდა ჰქონდეს მკაფიო და ლოგიკური სტრუქტურა.
- თუ თემატიკა ამის საშუალებას იძლევა, სტატია უნდა გაფორმდეს ხარისხიანი გრაფიკული მასალებით (სურათები, რუკები, გრაფიკები).
ორიგინალურობა
__DTELLIPSISBUTTON__{"threadItem":{"headingLevel":2,"name":"h-","type":"heading","level":0,"id":"h-\u10dd\u10e0\u10d8\u10d2\u10d8\u10dc\u10d0\u10da\u10e3\u10e0\u10dd\u10d1\u10d0","replies":[]}}-->
- სანიმუშო სტატია უნდა იყოს ორიგინალური ტექსტი და არა რომელიმე თავისუფალი წყაროდან სიტყვასიტყვით გადმოწერილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი უნდა იყოს ორიგინალური გამოკვლევა.
იურიდიული გამართულობა
__DTELLIPSISBUTTON__{"threadItem":{"headingLevel":2,"name":"h-","type":"heading","level":0,"id":"h-\u10d8\u10e3\u10e0\u10d8\u10d3\u10d8\u10e3\u10da\u10d8_\u10d2\u10d0\u10db\u10d0\u10e0\u10d7\u10e3\u10da\u10dd\u10d1\u10d0","replies":[]}}-->
- სტატიაში გამოყენებული ნებისმიერი გამოსახულება უნდა იყოს უზადო კანონიერების თვალსაზრისით, ანუ არ უნდა იყოს დაცული რაიმე ლიცენზიით, რომელიც მის გამოყენებას კრძალავს ვიკიპედიაში.