დაკავებული იყო საიუველირო ნაკეთობებით. 1970-იან წლებში მუშაობდა მუსიკოს და მხატვარ მალკოლმ მაკლარენთან ერთად: მომდგარი და სპეციალურად გახეული ლატექსისა და ტყავის ტანისამოსი მოქლონებით (კოლექცია, 1976), ფეხბურთის მაისურები პორნოგრაფიული წარწერებით. ვესტვუდის მიერ ჯგუფ „სექს პისტოლზისათვის“ შექმნილი ტანსაცმელი მოდაში პანკის მოძრაობის ესთეტიკის კლასიკური განსახიერება გახდა. 1981 წლის კოლექციაში („მეკობრე“) გამოჩნდა ვესტვუდის სტილისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი: ისტორიული კოსტიუმებისადმი მიდრეკილება, ასიმეტრიული გამოჭრილობა, მრავალფენიანობა, გეომეტრიასთან და პროპორციებთან თამაში, ფაქტურათა და მოხატულობათა კონტრასტი. ყოველ კოლექციისათვის შემუშავებული იყო განსაზღვრული თემა: კრინოლინისა — „მინი კრინი“-ში (1985), ინგლისური კოსტიუმისა — „ტვიდ ჰარის“-ში (1987). ექსპერიმენტებს ატარებდა გამოჭრილობებში (ტურნიურის გადაქცევა თანამედროვე ტანსაცმლის ელემენტად) და სხვ.[2]