ვერცხლის ქუჩა — ქუჩა კრწანისის რაიონში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კონსტანტინე აფხაზის (ყოფილი კონსტანტინე ლესელიძის) ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე.
ქუჩა თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში მდებარეობს. სახელწოდება დაკავშირებილია ამ მიდამოებში არსებულ ოქრომჭედელთა რიგებთან („ზარგარხანა“). ამასთან მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის ქუჩების ქსელში; იგი უშუალოდ აკავშირებდა დიღმის კარს შუაბაზართან (დღევანდელი კონსტანტინე აფხაზის ქუჩა). 1841 წელს ქუჩას გენერალ პავლე ციციანოვის სახელი მიენიჭა, 1843 წელს კი ვერცხლის რიგი ეწოდა. ქუჩამ სახე და ტრადიციები თითქმის საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე შეინარჩუნა. აღსანიშნავია ქუჩაზე არსებული XIX-XX საუკუნეების მიჯნის საცხოვრებელი სახლები.
ლიტერატურა
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 40. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985