ვერცხლისფერი ნაძვი[1] ან მჩხვლეტავი ნაძვი[1] (ლათ. Picea pungens) — წიწვოვანი მცენარე ფიჭვისებრთა ოჯახისა. ბუნებრივი გავრცელების არეალია აშშ, კერძოდ აიდაჰოს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთით, იუტისა და კოლორადოს შტატების გავლით, არიზონასა და ნიუ-მექსიკომდე. გავრცელებულია ზღვის დონიდან 1750—3000 მ სიმაღლეზე. იზრდება უმეტესად მთის მდინარეებისა და ნაკადულების ხეობებში, სადაც ნიადაგი უფრო ტენიანია.[2][3]. საქართველოში, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე, როგორც ინტროდუცირებული სახეობა.[1] მარადმწვანეა. სიმაღლეში 25–30 მ-ს აღწევს, ღეროს დიამეტრი 1,5 მ-მდეა. ქერქი თხელი და დაშარული აქვს. ახალგაზრდა ხის ვარჯი ვიწროკონუსისებურია, ხნიერისა — ცილინდრისებრი. წიწვების სიგრძეა 15–30 მმ, ფერად მონაცრისფრო-მომწვანოდან ბაც-მოცისფრომდეა.[2][3] გირჩებს სუსტი ცილინდრისებრი ფორმა აქვთ, რომლებიც სიგრძეში 6–11 სმ-ია, დახურულის სიგანეა 2 სმ, გახსნილისა — 4 სმ; ფერად მოწითალო-მოიასამნისფროა, მომწიფებული — ღია ყავისფერი. თესლი შავია, სიგრძით 3–4 მმ, ახლავს ყავისფერი, 10–13 სმ-ის სიგრძის ფრთა.[2][3]
გალერეა
-
5-წლოვანი ხე, ქ. გორი
-
გირჩები
-
მწიფე გირჩი
-
წიწვები
-
თესლი
ლიტერატურა
- Флора СССР : в 30 т. / гл. ред. В. Л. Комаров. — Л. : Изд-во АН СССР, 1934. — Т. 1 / ред. тома М. М. Ильин. — С. 150. — 302, XVI с. — 5000 экз.
სქოლიო