ვერონის ბრძოლა — ბრძოლა საფრანგეთის იმპერიასა და ავსტრიის იმპერიას შორის 1805 წლის 18 ოქტომბერს. საფრანგეთის არმიას ხელმძღვანელობდა ანდრე მასენა. ავსტრიის არმიას კი ფელდმარშალი კარლ ლუდვიგ ავსტრიელი. ვერონის ბრძოლა მესამე კოალიციის ომის ნაწილია.
ბრძოლა გაიმართა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ვერონასთან. ბრძოლაში ფრანგების მხრიდან მონაწილეობდა 13 ბატალიონი, ავსტრიელების მხრიდან კი 6 ბატალიონი. ვერონას იცავდა ავსტრიის არტილერია. ავსტრიელების შენაერთები ასევე იცავდნენ ქალაქის ხიდებს ფრანგების მოსალოდნელ თავდასხმისაგან. მათ სჯეროდათ რომ შეეძლოთ მტრის მოგერიება.
18 ოქტომბერს, გამთენიისას, მასენამ, ფრანგების ქვეითი ჯარისაგან ჩამოაყალიბა შტურმის კედელი და გასცა პირადი ბრძანება გადასულიყვნენ შეტევაზე. შტურმის კედელს მხარს უჭერდა არტილერია. ფრანგებმა დაიკავეს ხიდები და გაარღვიეს ავსტრიელ ქვეით კორპუსთა რიგები. ერთდღიან ბრძოლაში ავსტრიელები დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. ვერონა დაეცა.
რესურსები ინტერნეტში