ვერბანო-კუზო-ოსოლის პროვინცია (იტალ.Provincia del Verbano Cusio Ossola) — პროვინცია იტალიაში, პიემონტის რეგიონის უკიდურეს ჩრდილოეთში. შეიქმნა 1996 წელს, სამი რაიონის გაერთიანების შედეგად, რომლებიც მანამდე ნოვარის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა.
პროვინციის ფართობი 2 255 კმ²-ია, მოსახლეობა 160 000 ადამიანი (2006), რომელთა უდიდესი ნაწილი თავმოყრილია ლაგო-მაჯორეს ტბის ნაპირებზე გაშენებულ დედაქალაქ ვერბანიაში.
კომუნები
პროვინცია 77 კომუნად იყოფა. ცხრილში მოცემულია ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ: