ვენტა (ლატვ. Venta, ლიეტ. Venta, გერმ. Windau, პოლ. Windawa) — მდინარე ლიეტუვაში (სადაც მას ეწოდება ვიანტა) და ლატვიაში, ერთვის ბალტიის ზღვას. სიგრძე 346 კმ (ამისგან 33 % ლიეტუვაშია). სათავეს იღებს ჟემაიტის მაღლობზე. წყლის საშუალო ხარჯია 95,5 მ3/წმ. მდინარის კალაპოტის სიგანე ლიეტუვა-ლატვიის საზღვარზე 40-50 მეტრია, ხოლო შესართავთან 150-200 მეტრი.
მნიშვნელოვანი შენაკადებია:აბავა, ვირვიჩა, ვარდუვა.
მდინარეზე მდებარეობს ქალაქები:მაჟეიკიაი (ლიეტუვა), კულდიგა (ლატვია).
რესურსები ინტერნეტში