1808 წლის ესპანეთში საფრანგეთის შეჭრამ გამოიწვია ესპანეთის მონარქიის დამხობა. ესპანეთის უმეტესმა სუბიექტებმა არ აღიარეს ჟოზეფ ბონაპარტის მმართველობა, რომელიც ესპანეთის ტახტზე მისმა ძმამ იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტემ დასვა. ამ დროს ესპანეთში სტაბილური ხელისუფლების ჩამოყალიბებამ რომელიც იმპერიის მასშტაბით აღიარებული იქნებოდა წაიღო ორი წელი. რამაც ესპანეთის ამერიკულ კოლონიებშისახელისუფლებო ვაკუუმი შექმნა. 1810 წლის 19 აპრილს კარაკასის კონსულმა მოაწყო ესპანელი გენერლის ვინსენტე ემპარნის წინააღმდეგ წარმატებული გადატრიალება. ხუნტა ჩამოყალიბდა კარაკასში და მალევე მოიცვა პროვინციებიც. ხუნტამ პროვინციებიდან მოიწვია კრება, რომ რეგიონის მმართველობა ჩამოეყალიბებინათ. ხუნტამაც და კონგრესმაც აღიარა „ფერდინანდ VII-ს უფლება“, რაც ნიშნავდა, რომ ისინი თავს ესპანეთის მონარქიის ნაწილად მიიჩნევდნენ, მაგრამ ესპანეთში საფრანგეთში შეჭრის გამო ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი მმართველობა. თუმცა სრული დამოუკიდებლობის იდეებმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ისეთი პიროვნებები: როგორიც იყო სამშობლოდან იძულებით გადასახლებულიფრანსისკო მირანდა და ახალგაზრდა არისტოკრატი კროილო სიმონ ბოლივარი ავრცელებდნენ განმანათლებლობის და საფრანგეთის რევოლუციის იდეებს. კონგრესმა ვენესუელის დამოუკიდებლობა1811 წლის 5 ივლისს გამოაცხადა, რითიც ჩამოყალიბდა ვენესუელის პირველი რესპუბლიკა.
1810 წელს კონგრესის სესიების დაწყებამდე დაიწყო სამოქალაქო ომი, ხუნტას მომხრეებსა - რომლებიც ასევე დამოუკიდებლობის მომხრეებიც იყვნენ და როიალისტებს შორის რომლებიც ესპანეთთან კავშირის შენარჩუნებას ემხრობოდნენ. ორ პროვინციას: გუაიანამ და მარაკაიბომ და ერთ რეგიონს: კორომ არ უღიარებიათ ხუნტა და დარჩნენ ესპანეთის ერთგული. კოროს და გუაიანას ძალით დამორჩილებამ შედეგი არ გამოიღო. 1811 წელს მოხდა ვალენსიაში დაწყებული, რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოსვლების წარმატებით აღკვეთა. 1812 წლისთვის სიტუაცია ახალგაზრდა რესპუბლიკის საწინააღმდეგოდ იცვლებოდა. დაიწყო რესურსების ნაკლებობა, რადგან ესპანეთის რეგენტმა მას ბლოკადა დაუნიშნა, ასევე 1812 წლის 26 მარტს ძლიერმა მიწისძვრამ დააზარალა კარაკასი. ამ სასოწარკვეთილ მომენტში მირანდას მიეცა დიქტატორის ძალაუფლება, მიუხედავად ამისა მას უკვე აღარ შეეძლო როიალისტების შეჩერება რომლებსაც ხუან დომინგო დე მონტევერდე წინამძღოლობდა. სან-მატეოს ბრძოლის შემდეგ 1812 წლის 25 ივლისს მირანდამ გამოაცხადა კაპიტულაცია და ზავს მოაეწერა ხელი.
Lynch, John. The Spanish American Revolutions, 1808-1821, 2nd ed. New York: W. W. Norton, 1986. ISBN 0-393-09411-1
McKingley, P. Michael. Pre-Revolutionary Caracas: Politics, Economy, and Society, 1777-1811. Cambridge: Cambridge University Press, 1985. ISBN 0521304504
Rodríguez O., Jaime E. The Independence of Spanish America. Cambridge: Cambridge University Press, 1998. ISBN 0-521-62673-0
Stoan, Stephen K. Pablo Morillo and Venezuela, 1815-1820. Columbus: Ohio State University Press, 1959.
ესპანურად:
Fundación Polar. "Primera República", Diccionario de Historia de Venezuela, Vol. 3. Caracas: Fundacíon Polar, 1997. ISBN 9806397371
Parra-Pérez, Caracciolo. Historia de la Primera República de Venezuela. Caracas: Biblioteca de la Academia Nacional de la Historia,1959.