ვაშინგტონის დეკლარაცია

ვაშინგტონის დეკლარაცია
დეტალები
გამოქვეყნების თარიღი 18 ოქტომბერი, 1918
ავტორი ტომაშ გარიგ მასარიკი

ვაშინგტონის დეკლარაცია (სრული სათაური— ჩეხოსლოვაკიის დროებითი მთავრობის მიერ გამოცხადებული ჩეხოსლოვაკიის ხალხის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ) ( ჩეხ. Washingtonská deklarace (Prohlášení nezávislosti československého národa jeho prozatímní vládou československou), სლოვაკ. Washingtonská deklarácia (Prehlásenie nezávislosti československého národa dočasnou vládou československou) — ემიგრაციაში მყოფი ჩეხი და სლოვაკი ლიდერების დეკლარაცია, რომელიც დაწერა ტომაშ გარიგ მასარიკიმ 1918 წლის 13 - 16 ოქტომბერს ვაშინგტონში. პირველად გამოქვეყნდა 1918 წლის 18 ოქტომბერს პარიზში. [1] . დეკლარაციის მიხედვით გამოცხადდა ჩეხო-სლოვაკიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. [2]

ვაშინგტონის დეკლარაციამ უარყო ავსტრია-უნგრეთის ფედერალური რეორგანიზაციის შესაძლებლობა და გამოაცხადა ჩეხო-სლოვაკეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, რომლის ძირითადი პრინციპები იყო თანამედროვე დემოკრატიის იდეალები. დეკლარაციის მიხედვით, ახლადშექმნილი სახელმწიფო იქნებოდა რესპუბლიკა, რომელიც უზრუნველყოფდა სინდისის, რწმენის, სიტყვის, პრესისა და შეკრების სრულ თავისუფლებას, აგრეთვე პეტიციის უფლებას. რელიგია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო. [3] დეკლარაცია ორივე სქესისთვის თანაბარი ხმის უფლების გარანტიას იძლეოდა, ასევე გარანტირებული იქნებოდა უმცირესობების პროპორციული წარმომადგენლობა მთავრობაში, განისაზღვრა საპარლამენტო დემოკრატიის პრინციპები, მუდმივი არმიის ჩანაცვლება მილიციით და აცხადებდა გეგმას ფართო სოციალური და ეკონომიკური რეფორმისთვის, მათ შორის გულისხმობდა თავადაზნაურთა წოდების გაუქმებას.

დეკლარაციაში გამოყენებული იყო ტერმინი „ ჩეხოსლოვაკი ხალხი “, რითაც განსხვავდებოდა კლივლენდისა და პიტსბურგის წინა შეთანხმებებისაგან, სადაც ნახსენები იყო ორი — ჩეხი და სლოვაკი ხალხი.

დეკლარაციას ხელს აწერდნენ:

ვაშინგტონის დეკლარაციის გამოქვეყნების პარალელურად, ავსტრია-უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იულიუს ანდრასმა გაუგზავნა ნოტა (Andrássy Note) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ვუდრო ვილსონს, [4] სადაც გამოაცხადა საკუთარი ქვეყნის მზადყოფნა ამერიკის შეერთებული შტატებისგან სამშვიდობო პირობების მიღებაზე და თანხმობა განაცხადა ჩეხოსლოვაკებისა და იუგოსლავების უფლებების აღიარებაზე. [5] იმავე დღეს ავსტრია-უნგრეთის იმპერატორმა ჩარლზ I-მა გამოსცა მანიფესტი „ჩემს ერთგულ ავსტრიელ ხალხებს,“ [6] სადაც აქცენტი გააკეთა ავსტრია-უნგრეთის მთლიანობის შენარჩუნებასა და მომავალი ავსტრიისთვის ფედერალური სტრუქტურის შეთავაზებაზე. თუმცა იმ დროს ავსტრია-უნგრეთის იმპერია უკვე დაშლის პირას იმყოფებოდა.

ლიტერატურა

  • GRONSKÝ, Ján. Komentované dokumenty k ústavním dějinám Československa. I. Díl, 1914—1945.. Praha : Univerzita Karlova, nakladatelství Karolinum, 2005. ISBN 80-246-1027-2.
  • Jan Blahoslav Kozák: Tomáš Garrigue Masaryk a vznik Washingtonské deklarace v říjnu 1918, 116 str., Melantrich, Praha 1968
  • R.W. Seton-Watson — A History of the Czechs and Slovaks Archon Books, 1965
  • C.A. Watson — Hungary: A Short History Edinburgh University Press, 1966
  • Leo Valiani — The End of Austria-Hungary Secker & Warburg, 1973

სქოლიო

  1. F. Čapka: Dějiny zemí Koruny české v datech — 18. října. ციტირების თარიღი: 2013-12-10
  2. Pamätáte si tieto zlomové udalosti? Od Česko-Slovenska k samostatnosti — Washingtonská deklarácia. ციტირების თარიღი: 2013-12-10
  3. Slovenský a český zahraničný odboj. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2013-12-10
  4. Nóta ministra zahraničních věcí Rakousko-Uherska Andrássyho. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-07. ციტირების თარიღი: 2013-12-10
  5. Příběh jednoho dne — 28. října. ციტირების თარიღი: 2013-12-10
  6. Manifest císaře Karla I. ze 16. října 1918. ციტირების თარიღი: 2013-12-10