ვარდისუბანი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარდისუბანი.
სოფელი
ვარდისუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თემი ვარდისუბანი
კოორდინატები 41°46′12″ ჩ. გ. 46°08′38″ ა. გ. / 41.77000° ჩ. გ. 46.14389° ა. გ. / 41.77000; 46.14389
ცენტრის სიმაღლე 240
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1036[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,5 %
რუსები 0,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვარდისუბანი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვარდისუბანი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)
ვარდისუბანი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
ვარდისუბანი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)
ვარდისუბანი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ვარდისუბანი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)

ვარდისუბანისოფელი საქართველოში (კახეთის მხარე), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ვარდისუბანი, მშვიდობიანი, საქობო, სვიდება).

მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ლაგოდეხი–წნორის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 240 მ-ზე, ლაგოდეხიდან 15 კმ-ში.

ისტორია

გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარდისუბნის მიდამოები ჭიაურის მოურავთა — ჩოლოყაშვილთა მიწებში შედიოდა. თანამედროვე სოფელი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე რუსეთიდან ჩამოსახლებულმა კოლონისტებმა შექმნეს ნოვო-ვორონცოვკის (შედგომში — ვორონცოვკა) სახელწოდებით. 1908 წელს სოფელში 172 მცხოვრები იყო, ეთნიკურად რუსები.[2] 1918 წლისთვის სოფელში მნიშვნელოვანი ქართულენოვანი მოსახლეობა გაჩნდა და სოფელს ვარდისუბანი ეწოდა. 1923 წელს ვარდისუბნის მოსახლეობა უკვე 553 იყო, ძირითადად ქართველები.[3]

სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში ნაწილში შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნანგრევი მინაშენით — შესაძლოა ჩოლოყაშვილების მოღვაწეობის კვალი. სოფლის ცენტრში დგას XX საუკუნის დასაწყისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც გოთიკურ სტილში აშენებული კუპელჰალეს ტიპის ნაგებობაა. ზოგჯერ მას, ქართული არქიტექტურისთვის უჩვეულო ფორმების გამო, შეცდომით კირხედ (გერმანულ ეკლესიად) მოიხსენიებენ.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1036 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 1379 668 711
2014[1] 1036 513 523

ლიტერატურა

სქოლიო