ენცელადი

ენცელადი,[1] ენკელადე[2]სატურნის მეექვსე უდიდესი თანამგზავრი. მისი დიამეტრი დაახლოებით 500 კილომეტრია[3] და ამ მაჩვენებლით თითქმის ათჯერ ჩამოუვარდება სატურნის უდიდეს თანამგზავრს, ტიტანს. ენცელადი დაფარულია სუფთა ყინულით, რის გამოც, არის მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ამრეკლავი სხეული. შედეგად, მისი ზედაპირის ტემპერატურა შუადღეს −198 °C-ია, ანუ გაცილებით ცივია, ვიდრე სინათლის შთანთმთქმელი სხეული იქნებოდა. მიუხედევად პატარა ზომისა, ენცელადი გამოირჩევა ზედაპირის მახასიათებელთა ფართო სპექტრით, დაწყებული ძველი, ძლიერ კრატერირებული რეგიონებით, დამთავრებული ახალგაზრდა, ტექტონიკურად დეფორმირებული რელიეფით.

ენცელადი 1789 წლის 28 აგვისტოს, ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა,[4][5][6] მაგრამ მის შესახებ ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი იქამდე, ვიდრე 1980-იან წლებში მას ორი ხომალდი, Voyager 1 და Voyager 2 გადაუფრენდა.[7] 2005 წელს, ენცელადზე ახლო გადაფრენები დაიწყო ხომალდმა „კასინიმ“, რომელმაც დიდი დეტალებით შეისწავლა მისი ზედაპირი და გარემო. განსაკუთრებით აღსანიშნავის ის, რომ „კასინიმ“ აღმოაჩინა, როგორ იფრქვევა სამხრეთ პოლარული რეგიონიდან წყლის ჭავლები.[8] გაირკვა, რომ სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს არსებული კრიოვულკანები კოსმოსში ისვრის წამში 200 კგ ოდენობის გეიზერის მსგავს ჭავლებს, რომლებიც შედგება წყლის ორთქლის, მოლეკულური წყალბადის, სხვა აქროლადებისა და მყარი მასალებისაგან, მათ შორის, ნატრიუმის ქლორიდის კრისტალებისა და ყინულის ნაწილაკებისგან.[9][7][10] აღმოჩენილია 100-ზე მეტი გეიზერი.[11] წყლის ორთქლის გარკვეული ნაწილი უკან, „თოვლის“ სახით ბრუნდება; დანარჩენი კი გარბის და მატერიით ამარაგებს სატურნის E რგოლს.[12][13] NASA-ს მეცნიერების განცხადებით, ჭავლები შემადგენლობით კომეტებს ჰგავს.[14] 2014 წელს, NASA-მ განაცხადა, რომ „კასინიმ“ სამხრეთ პოლუსთან აღმოაჩინა თხვეადი წყლის ვრცელი ზედაპირქვეშა ოკეანე, რომლის სიღრმეც დაახლოებით 10 კილომეტრია.[15][16][17]

გეიზერებზე დაკვირვება, ზემოთ ამოსული წიაღისეული სითბო და ძალიან ცოტა დარტყმითი კრატერი სამხრეთ პოლუსთან, მიუთითებს, რომ ენცელადი გეოლოგიურად აქტიურია. გიგანტურ პლანეტათა სხვა მრავალი თანამგზავრის მსგავსად, ენცელადი ორბიტულ რეზონანსშია ჩაჭედილი. მისი რეზონანსი კიდევ ერთ თანამგზავრი დიონასთან, იწვევს ორბიტულ ექსცენტრიულობას, რასაც ახშობს გრავიტაციული ძალები, გრავიტაციულად აცხელებს მის წიაღს და წარმართავს გეოლოგიურ აქტიურობას.[18]

2018 წლის 27 ივნისს, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ენცელადიდან ამოფრქვეულ ჭავლებში, რომელთა ნიმუშებიც ხომალდმა „კასინიმ“ აიღო, აღმოჩენილია კომპლექსური მაკრომოლეკულური ორგანული ნივთიერებები.[19][20]

ისტორია

აღმოჩენა

ენცელადი 1789 წლის 28 აგვისტოს, ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა, როდესაც ინგლისის ქალაქ სლაუში, სახლის ობსერვატორიაში პირველად გამოიყენა თავის ახალი, 1,2-მეტრიანი ტელესკოპი. დაბალი ვარსკვლავიერი სიდიდისა (+11,7) და გაცილებით კაშკაშა სატურნთან და მის რგოლებთან სიახლოვის გამო, დედამიწიდან ენცელადზე პატარა ტელესკოპებით დაკვირვება საკმაოდ რთულია. კოსმოსურ ხანამდე აღმოჩენილი სატურნის სხვა მრავალი პატარა თანამგზავრის მსგავსად, ენცელადზე პირველი დაკვირვება სატურნის ბუნიაობის დროს განხორციელდა, როდესაც დედამიწა რგოლების სიბრტყეში ექცევა. ამ პერიოდში, რგოლების ნათების შემცირება თვარეების დანახვას გაცილებით აადვილებს. Voyager-ის მისიებამდე, ენცელადის ხედი სულ ოდნავ გაუმჯობესდა ჰერშელის მიერ დანახულ წერტილთან შედარებით. ცნობილი იყო მხოლოდ მისი ორბიტული მახასიათებლები, მასის, სიმკვრივისა და ალბედოს სავარაუდო მონაცემები.

სახელი

ენცელადს სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის გიგანტის, ენკელადეს (ძვ. ბერძნ. Ἐγκέλαδος) პატივსაცემად. სატურნის პირველად აღმოჩენილი შვიდი თანამგზავრის მსგავსად, ენკელადეს სახელი საზოგადოებას უილიამ ჰერშელის ვაჟმა შესთავაზა, 1847 წელს. ეს სახელები მან შეარჩია იმიტომ, რომ სატურნი, ბერძნულ მითოლოგიაში იგივე კრონოსი, ტიტანების ხელმძღვანელი იყო.

ენცელადის სხვადასხვა მახასიათებლებს სახელები საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა არაბული კრებულის, „ათას ერთი ღამის“ ადგილების მიხედვით უწოდა. დარტყმით კრატერებს პერსონაჟების სახელები ჰქვია, სხვა მახასიათებლებს კი, მაგალითად, ნაპრალებს, ქედებს, ვაკეებს, ღარებსა და კლდეებს — ადგილების მიხედვით. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალური სახელი უწოდა ენცელადის 85 სხვადასხვა მახასიათებელს.

ორბიტა და ბრუნვა

ენცელადი სატურნის ერთ-ერთი მთავარი შიდა თანამგზავრია დიონასთან, თეტისთან და მიმასთან ერთად. ორბიტაზე მოძრაობს სატურნის ცენტრიდან 238,000 ილომეტრის და მისი ღრუბლების ზედა ნაწილიდან 180,000 კმ მანძილზე, მიმასისა და თეტისის ორბიტებს შორის. სატურნს გარს უვლის ყოველ 32.9 საათში ერთხელ, რაც საკმაო სისწრაფეა იმისათვის, რათა მის მოძრაობას სულ რაღაც ერთ ღამეში დავაკვირდეთ. ენცელადი ამჟამად 2:1 საშუალო მოძრაობის ორბიტულ რეზონანსშია დიონასთან, ანუ სატურნის გარშემო მისი ორი შემოვლის დროს, დიონა პლანეტის გარშემოვლას მხოლოდ ერთხელ ასწრებს. ასეთი რეზონანსი ენცელადის ორბიტას უნარჩუნებს ექსცენტრიულობას (0.0047), რასაც იძულებით ექსცენტრიულობას უწოდებენ. ეს ნულს ზემოთ მაჩვენებლის მქონე ექსცენტრიულობა კი განაპირობებს ენცელადის გრავიტაციულ დეფორმაციას. ამ დეფორმირების დროს გამოყოფილი სიცხე ენცელადის გეოლოგიური აქტივობისათვის საჭირო სითბოს ძირითადი წყაროა. ენცელადი ორბიტაზე მოძრაობს სატურნის E რგოლის ყველაზე მკვრივ ნაწილს შიგნით, რომელიც ყველაზე გარეთა რგოლია ძირითად რგოლებს შორის და ენცელადი ძირითადი წყაროა მისი შემადგენლობის შესავსებად.

სატურნის დიდი თანამგზავრების უმეტესობის მსგავსად, ენცელადი საკუთარი ღერძის გარშემო ორბიტულ პერიოდთან სინქრონულად ბრუნავს, რის გამოც, მისი ერთი მხარე მუდმივას სატურნისკენაა მოქცეული. მთვარისგან განსხვავებით, ენცელადი თავის ღერძისადმი 1.5°-ზე მეტად არ იხრება. თუმცა, ენცელადის ფორმის ანალიზები მიუთითებს, რომ ერთ დროს ის უფრო მეტად იხრებოდა. ეს რხევა (ლიბრაცია) შეიძლება წარმოადგენს ენცელადის სითბოს დამატებით წყაროს.

E რგოლის წყარო

ენცელადიდან ამოტყორცნილი ჭავლები, რომლებიც შემადგენლობით კომეტების მსგავსია, სატურნის E რგოლის წყაროა. E რგოლი სატურნის ყველაზე ფართო და გარე რგოლია. ის უკიდურესად განიერია, მაგრამ დიფუზიური დისკოა, შედგება ყინულისა და მტვრის მიკროსკოპული მასალებისგან, რომლებიც მიმასისა და ტიტანის ორბიტებს შორისაა განაწილებული.

როგორც მათემატიკური მოდელები აჩვენებს, E რგოლი არასტაბილურია და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 000 - 1 000 000 წელია; შესაბამისად, მის შემადგენელ ნაწილაკებს ხელახლა შევსება სჭირდება. ენცელადი სატურნის გარშემო ამ რგოლს შიგნით მოძრაობს, მის ყველაზე ვიწრო, მაგრამ მკვრივ წერტილთან. 1980-იან წლებში ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობდა, რომ ენცელადი ამ რგოლის ნაწილაკების ძირითადი წყაროა. ეს ჰიპოთეზა 2005 წელს ხომალდმა „კასინიმ“ დაადასტურა ახლო გადაფრენისას.

2005 წლის ნოემბერში ვიზუალურად დადასტურდა ენცელადის სამხრეთ პოლუსის რეგიონიდან ამოფრქვეული წყლის ჭავლები, როდესაც „კასინიმ“ ყინულის ნაწილაკების გეიზერები გადაიღო.

გეოლოგია

ზედაპირის მახასიათებლები

სქოლიო

  1. ენცელადი
  2. ენკელადე
  3. Enceladus: Facts & Figures. Solar System Exploration. NASA (August 12, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 16, 2013. ციტირების თარიღი: April 26, 2014.
  4. Planetary Body Names and Discoverers. Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS Astrogeology Science Center. ციტირების თარიღი: January 12, 2015.
  5. Herschel, W. (January 1, 1790). „Account of the Discovery of a Sixth and Seventh Satellite of the Planet Saturn; With Remarks on the Construction of Its Ring, Its Atmosphere, Its Rotation on an Axis, and Its Spheroidal Figure“. Philosophical Transactions of the Royal Society of London. 80: 1–20. doi:10.1098/rstl.1790.0004.
  6. Herschel, W. (1795). „Description of a Forty-feet Reflecting Telescope“. Philosophical Transactions of the Royal Society of London. 85: 347–409. Bibcode:1795RSPT...85..347H. doi:10.1098/rstl.1795.0021. (reported by Arago, M.. (1871) Herschel. Annual Report of the Board of Regents of the Smithsonian Institution გვ. 198–223. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 13, 2016.)
  7. 7.0 7.1 Lovett, Richard A.. (September 4, 2012) Secret life of Saturn's moon: Enceladus. Cosmos Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 15, 2014. ციტირების თარიღი: August 29, 2013.
  8. Chang, Kenneth (March 12, 2015). „Suddenly, It Seems, Water Is Everywhere in Solar System“. The New York Times. ციტირების თარიღი: March 13, 2015.
  9. Hansen, Candice J.; Esposito, L.; et al. (2006). „Enceladus' Water Vapor Plume“. Science. 311 (5766): 1422–5. Bibcode:2006Sci...311.1422H. doi:10.1126/science.1121254. PMID 16527971.
  10. Spencer, J. R.; Nimmo, F. (May 2013). „Enceladus: An Active Ice World in the Saturn System“. Annual Review of Earth and Planetary Sciences. 41: 693–717. Bibcode:2013AREPS..41..693S. doi:10.1146/annurev-earth-050212-124025.
  11. Dyches, Preston; Brown, Dwayne. (July 28, 2014) Cassini Spacecraft Reveals 101 Geysers and More on Icy Saturn Moon. NASA/JPL. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 14, 2017. ციტირების თარიღი: July 29, 2014.
  12. „Icy Tendrils Reaching into Saturn Ring Traced to Their Source“. NASA News. April 14, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 16, 2015. ციტირების თარიღი: April 15, 2015.
  13. Ghostly Fingers of Enceladus. NASA/JPL/Space Science Institute (September 19, 2006). ციტირების თარიღი: April 26, 2014.
  14. Battersby, Stephen. (March 26, 2008) Saturn's moon Enceladus surprisingly comet-like. New Scientist. ციტირების თარიღი: April 16, 2015.
  15. Platt, Jane; Bell, Brian. (April 3, 2014) NASA Space Assets Detect Ocean inside Saturn Moon. NASA/JPL. ციტირების თარიღი: April 3, 2014.
  16. Witze, A. (April 3, 2014). „Icy Enceladus hides a watery ocean“. Nature. doi:10.1038/nature.2014.14985.
  17. Iess, L.; Stevenson, D. J.; et al. (April 4, 2014). „The Gravity Field and Interior Structure of Enceladus“ (PDF). Science. 344 (6179): 78–80. Bibcode:2014Sci...344...78I. doi:10.1126/science.1250551. PMID 24700854.
  18. Efroimsky, M. (January 1, 2018). „Tidal viscosity of Enceladus“. Icarus. 300: 223–226. arXiv:1706.09000. Bibcode:2018Icar..300..223E. doi:10.1016/j.icarus.2017.09.013.
  19. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის NAT-20180627 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  20. McCartney, Gretchen; Brown, Dwayne; Wendel, JoAnna; Bauer, Markus. Complex Organics Bubble up from Enceladus. NASA/JPL (June 27, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 5, 2019. ციტირების თარიღი: June 27, 2018.

Read other articles:

For Netflix original series and related specials, see List of Netflix original programming. For Netflix original stand-up comedy specials, see List of Netflix original stand-up comedy specials. For Netflix exclusive international distribution films, see Lists of Netflix exclusive international distribution programming. Netflix is an American global on-demand Internet streaming media provider, that has distributed a number of original programs, including original series, specials, miniseries,...

 

Artikel ini tidak memiliki bagian pembuka yang sesuai dengan standar Wikipedia. Mohon tulis paragraf pembuka yang informatif sehingga pembaca dapat memahami maksud dari Bandit Pungli. Contoh paragraf pembuka Bandit Pungli adalah .... (Juni 2016) (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Bandit PungliSutradaraLilik SudjioProduserM. Thamin /PT Adhi Yasa FilmPemeranAdi Bing SlametYatni ArdiFarid HardjaMuni CaderUjangEddy SudTanggal rilis1977NegaraIndonesia Bandit Pungli...

 

Biografi ini tidak memiliki sumber tepercaya sehingga isinya tidak dapat dipastikan. Bantu memperbaiki artikel ini dengan menambahkan sumber tepercaya. Materi kontroversial atau trivial yang sumbernya tidak memadai atau tidak bisa dipercaya harus segera dihapus.Cari sumber: Ali Ibrahim – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Ali Ibrahim Wali Kota Tidore Kepulauan ke-2Pe...

العلاقات البالاوية البليزية بالاو بليز   بالاو   بليز تعديل مصدري - تعديل   العلاقات البالاوية البليزية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين بالاو وبليز.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه المقارنة بالاو بليز �...

 

Untuk nama suatu kota, lihat Rosario, Argentina. Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Doa Rosario – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTORGaya atau nada penulisan artikel ini tidak mengikuti gaya dan nada penulisan ensiklopedis y...

 

Gunung IliwerungTitik tertinggiKetinggian1.018 m (3.340 kaki)Koordinat8°32′33″S 123°33′45″E / 8.5423822°S 123.5625243°E / -8.5423822; 123.5625243Koordinat: 8°32′33″S 123°33′45″E / 8.5423822°S 123.5625243°E / -8.5423822; 123.5625243 GeografiGunung IliwerungLokasi Gunung Iliwerung di Pulau Lembata, NTTTampilkan peta Pulau TimorGunung IliwerungGunung Iliwerung (Nusa Tenggara Timur)Tampilkan peta Nusa Tenggara TimurLeta...

Pour les articles homonymes, voir Wairoa (homonymie). Fleuve Wairoaanglais : Wairoa River Système de la rivière Wairoa de la baie de Hawke Caractéristiques Longueur 65 km Bassin 3 660 km2 Cours Origine Chutes de « Te Reinga » Embouchure Hawke's Bay Géographie Pays traversés Nouvelle-Zélande Île Île du Nord Région Baie de Hawke modifier  Le fleuve Wairoa (en anglais : Wairoa River) est un cours d’eau de la région de Hawke's Bay, dans l’�...

 

Type of solid ink InkstickAn old Chinese inkstick made in the form of lotus leaves and flowers.Chinese nameTraditional Chinese墨Simplified Chinese墨TranscriptionsStandard MandarinHanyu PinyinmòIPAmu̯ɔ⁵¹Yue: CantoneseJyutpingmak6IPAmɐk̚²Alternative Chinese nameTraditional Chinese墨條Simplified Chinese墨条TranscriptionsStandard MandarinHanyu PinyinmòtiáoIPAmu̯ɔ⁵¹ tʰi̯ɑʊ̯³⁵Yue: CantoneseJyutpingmak6 tiu4Vietnamese nameVietnamese alphabetmực tàu mực th...

 

This article needs to be updated. Please help update this article to reflect recent events or newly available information. (April 2022)Part of a series onCreationism History Types Young Earth Time dilation creationism Old Earth day-age gap progressive Neo-creationism Biblical cosmology Book of Genesis creation narrative framework interpretation as an allegory Omphalos hypothesis Creation science Created kind Flood geology Creationist cosmologies Intelligent design Rejection of evolution by re...

Neodymium arsenate Names Other names Neodymium(III) arsenate Identifiers CAS Number 15479-84-2 Y 3D model (JSmol) Interactive image InChI InChI=1S/AsH3O4.Nd/c2-1(3,4)5;/h(H3,2,3,4,5);/q;+3/p-3Key: NDJXBXBULAKKIO-UHFFFAOYSA-K SMILES [O-][As](=O)([O-])[O-].[Nd+3] Properties Chemical formula NdAsO4 Molar mass 313.89 Appearance faint pink powder Density 5.3-5.9 g/cm3[1] Solubility in water insoluble Hazards GHS labelling: Pictograms Signal word Danger Hazard ...

 

Ираклеониты — ученики гностика Ираклеона (II век). Упоминаются как особая секта Епифанием и Августином; при крещении и миропомазании они соблюдали обряд помазания елеем и при этом произносили воззвания на арамейском языке, которые должны были освободить душу от власт�...

 

МифологияРитуально-мифологическийкомплекс Система ценностей Сакральное Миф Мономиф Теория основного мифа Ритуал Обряд Праздник Жречество Мифологическое сознание Магическое мышление Низшая мифология Модель мира Цикличность Сотворение мира Мировое яйцо Мифическое �...

  提示:此条目页的主题不是中華人民共和國最高領導人。 中华人民共和国 中华人民共和国政府与政治系列条目 执政党 中国共产党 党章、党旗党徽 主要负责人、领导核心 领导集体、民主集中制 意识形态、组织 以习近平同志为核心的党中央 两个维护、两个确立 全国代表大会 (二十大) 中央委员会 (二十届) 总书记:习近平 中央政治局 常务委员会 中央书记处 �...

 

American college basketball season 1930–31 Duke Blue Devils men's basketballConferenceSouthern ConferenceRecord14–7 (5–4 Southern)Head coachEddie CameronHome arenaCard GymnasiumSeasons← 1929–301931–32 → 1930–31 Southern Conference men's basketball standings vte Conf Overall Team W   L   PCT W   L   PCT Georgia 15 – 1   .938 23 – 2   .920 Maryland † 8 – 1   .889 18 – 4   .818 Alabama 1...

 

Anti-Christian attack in Istanbul, Turkey, on January 28th, 2024 2024 Istanbul church shootingThe Church of Santa Maria in 2023LocationIstanbul, TurkeyDate28 January 2024 c. 11:40 a.m. (TRT)TargetChurch of Santa MariaAttack typeShootingDeaths1Injured1VictimTuncer CihanPerpetrators Islamic StateMotiveIslamic extremismAnti-Christian sentiment vteTurkey–ISIL conflict Preceding events 2013 Reyhanlı car bombings 2014 Turkish attack 2015 Istanbul suicide bombing 2015 Diyarbakır rally bombi...

First general-purpose computer designed for business application (1951) A UNIVAC I at the United States Census Bureau in 1951 UNIVAC I operator's console UNIVAC I at Franklin Life Insurance Company The UNIVAC I (Universal Automatic Computer I) was the first general-purpose electronic digital computer design for business application produced in the United States. It was designed principally by J. Presper Eckert and John Mauchly, the inventors of the ENIAC. Design work was started by their comp...

 

County of Solms-LaubachGrafschaft Solms-Laubach1544–1676 1696–1806 Coat of arms StatusState of the Holy Roman EmpireCapitalLaubachGovernmentPrincipalityHistorical eraMiddle Ages• Partitioned from S-Lich 1544• Partitioned to create     Solms-Sonnenwalde 1561• Partitioned to create     S-Baruth & S-Rödelheim 1607• Partitioned to create     Solms-Sonnenwalde 1627• Annexed to Solms-Baruth 1676�...

 

1837 wooden-hulled sidewheel steamship For other ships with the same name, see SS Sirius. History United Kingdom NameSirius OperatorSaint George Steam Packet Co, Cork, Ireland BuilderRobert Menzies & Sons, Leith, Scotland In service1837 FateWrecked and sunk off Ballycotton, Ireland, 16 January 1847 General characteristics TypePaddle steamer Tonnage703 GRT Displacement1,995 tons Length178 ft 4 in (54.4 m) Beam25 ft 8 in (7.8 m) Draught15 ft (4.6 ...

KDK

For other uses, see KDK (disambiguation). This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: KDK – news · newspapers · books · scholar · JSTOR (January 2017) ...

 

Non-profit organization in the USA Farm SanctuaryFormation1986; 38 years ago (1986)FoundersGene Baur and Lorri HoustonTax ID no. 51-0292919Legal status501(c)(3)PurposeAnimal protectionLocationWatkins Glen, New York[1]Acton, California[2]Websitewww.farmsanctuary.org Farm Sanctuary is an American animal protection organization, founded in 1986 as an advocate for farmed animals. It was America's first shelter for farmed animals.[3] It promotes laws and p...