ეთერ გიორგის ასული გიორგიძე (დ. 14 მაისი, 1919, თბილისი — გ. 27 ივლისი, 2009, იქვე) — ქართველი ინჟინერ–მექანიკოსი, პროფესორი (1972).
ბიოგრაფია
1941 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი. 1941–1943 წლებში მუშაობდა ზაჰესში. 1945 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ლითონმცოდნეობისა და ლითონთა ტექნოლოგიის კათედრაზე; 1984–2005 წლებში იყო ამავე კათედრის კონსულტანტი.
1998 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში