ეზეკიელი
წინასწარმეტყველი ეზეკიელი (ებრ. יְחֶזְקֵאל [Yĕḥezqēʾl] — „ღმერთი გააძლერებს“) — ბიბლიური წინასწარმეტყველი, წმინდანი იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში. მართლმადიდებელი ეკლესია მისი ხსენების დღეს აღნიშნავს 3 აგვისტოს (ძველი სტილით 21 ივლისი).
ცხოვრება და მოღვაწეობა
იერუსალიმის დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 587) ბაბილონში გადაუსახლებიათ მეფე იეჰოიახინთან ერთად. ტრადიციული აზრი, რომლის მიხედვითაც ძველ აღთქმაში „წინასწარმეტყველება ეზეკიელისა“ მთლიანად ეზეკიელის თხზულება იყო, ამჟამად უარყოფილია. წიგნში ხაზგასმულია იუდეველთა მტრების მომავალი დამარცხება, ნაჩვენებია აღდგენილი იერუსალიმი და იგრძნობა მესიანისტური მომენტები, რომლითაც შემდგომში დიდი როლი ითამაშეს ქრისტიანობის ჩამოყალიბებაში. „წინასწარმეტყველება ეზეკიელისა“ ადრევეა ქართულად ნათარგმნი, არის „ოშკის ბიბლიაში“ (978).
ლიტერატურა
- ეზეკიელის წიგნის ძველი ქართული ვერსიები, თ. ცქიტიშვილის გამოც., თბ., 1976
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| დიდი წინასწარმეტყველები | | |
---|
| მცირე წინასწარმეტყველები |
აბაკუმი, აბდია, ანგია, ამოსი, ზაქარია, იოველი, იონა, მალაქია, მიქეა, ნაუმი, ოსე, სოფონია.
|
---|
| სხვადასხვა | |
---|
|
|
|