ეერო საარინენი (Eero Saarinen; დ. 20 აგვისტო, 1910 — გ. 1 სექტემბერი, 1961) — ფინელი-ამერიკელი არქიტექტორი და პროდუქციის დიზაინერი ცნობილი მისი მარტივი, თაღოვანი ნაგებობებით.
საარინენის პირველი გახმაურებული პროექტი გახდა 1948 წლის ჯეფერსონის ეროვნული მემორიალის საკონკურსო ნამუშევარი, რომელიც 1960-იან წლებში განხორციელდა (კონკურსის ჯილდო შეცდომით მამამისს გაუგზავნეს). მისი პროექტით შესრულებული ჯენერალ მოტორსის ტექნიკური ცენტრი, ნოიეს სდუტქალაქი ვასარში და სხვანი გამოირჩევა მორკალული, თეატრალური, ფუტურისტული სტილით. ის იყო სიდნეის ოპერის თეატრის საკონკურსო კომისიის წევრი და გადამწყვეტი როლი მიუძღვის ამ შენობისთვის ამჟამად უკვე საყოველთაოდ ცნობილი იორნ უტცონის პროექტის შერჩევაში.