ედუარდ ჯორჯ ჯეფრი სმიტ-სტენლი (ინგლ. Edward George Geoffrey Smith-Stanley; დ. 29 მარტი, 1799 — გ. 23 ოქტომბერი, 1869; 1834 წლამდე ცნობილი იყო, როგორც ედუარდ სტენლი, 1834 წლიდან 1851 წლამდე, როგორც ლორდ სტენლი) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე. სამჯერ იყო დანიშნული გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ყველაზე დიდხანს ლიდერობდა გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიულ პარტიას. იყო ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი ოჯახის შთამომავალი. ირლანდიაში გაატარა, როგორც პარლამენტის, ასევე განათლების რეფორმა. [12]
მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდნენ მის ღვაწლს, თუმცა 21-ე საუკუნეში მას დიდი ადგილი უკავია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს შორის.[13]
სქოლიო