დოქტორი სტრეინჯლავი: ანუ როგორ გადავეჩვიე შიშს და შევიყვარე ბომბი (ინგლ.Dr. Strangelove or: How I Learned to Stop Worrying and Love the Bomb) — სტენლი კუბრიკის ანტიმილიტარისტული, შავი იუმორით გაჯერებული კინოფილმი, რომელიც მოგვითხრობს მომავალში შესაძლო ბირთვულ კატასტროფის შესახებ. პიტერ სელერსი, რომელთანაც კუბრიკი მანამდე უკვე თანამშრომლობდა „ლოლიტაში", ფილმში ერთდორულად სამ როლს ასრულებს.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ჯეკ რიპერი (სტერლინგ ჰეიდენი) არის აშშ-ის ერთ-ერთი სამხედრო საავიაციო ბაზის ხელმძღვანელი. ბაზა საბჭოთა საზღვრიდან რამდენიმე საათის მანძილზე მდებარეობს. ის ცდილობს, დაიწყოს ბირთვული ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რადგან დარწმუნებულია, რომ კომუნისტები წყალს უწამლავენ ამერიკას. კაპიტანი ლიონელ მანდრეიკი (პიტერ სელერსი) აღმოაჩენს, რომ ომის დაწყების შესახებ ბრძანება პენტაგონს არ გაუცია და რიპერის შეჩერებას ცდილობს. ის ამავდროულად ცდილობს, ტელეფონით დაუკავშირდეს აშშ-ის პრეზიდენტს, თუმცა ხურდა ფულის არქონის გამო ვერ უკრევს მას/ აშშ-ის პრეზიდენტი მერვინ მაფლი (პიტერ სელერსი) ტელეფონით უკავშირდება საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს, დიმიტრი კისოვს და მას მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებს. თუმცა უკვე შეუძლებელია ბრძანების გაუქმება, რადგან ბომბდამშენი ატომური იარაღით დავალების შესასრულებლად არის გაფრენილი და დანარჩენ სამყაროსთან კავშირი გაწყვეტილი აქვს. ბომბდამშენს კარი უფუჭდება, ერთ-ერთი პილოტი, კონგი (სლიმ პიკერსი) კარის შეკეთებას ცდილობს, თუმცა ბომბთან ერთად გატყორცნილი აღმოჩნდება. ბირთვული იარაღი მიზანს ეცემა. აშშ-ის პრეზიდენტის ეტლსმიჯაჭვული მრჩეველი, გერმანელი მეცნიერი, ყოფილი ნაცისტი, დოქტორი სტრეინჯლავი პრეზიდენტსა და მის გარემოცვას საკუთარ გეგმას გააცნობს ამერიკის გადარჩენის შესახებ: შეარჩიონ ასეულ ათასობით ამერიკელი, ინტელექტის, ჯანმრთელობის, ასაკის, გამრავლების უნარის მიხედვით და შეხიზნონ ისინი წყალქვეშა ნავებში. სტრეინჯლავის გეგმის მიხედვით ერთ კაცზე 10 ქალი უნდა მოდიოდეს და ეს დაეხმარება ამერიკას გადარჩენაში. სტრეინჯლავი ბოლოს ეტლიდან წამოხტება და შეყვირეს: „მე დავდივარ, ჩემო ფიურერო“.
როლებში
პიტერ სელერსი — ლიონელ მანკდრეიკი / აშშ-ის პრეზიდენტი მერვინ მაფლი / დოქტორი სტრეინჯლავი
პიტერ ბული — საბჭოთა კავშირის ელჩი ალექსეი დე სადესკი,
კინან უაინი — პოლკოვნიკი გუანო
სლიმ პიკერსი — მაიორი კონგი, პილოტი
გადაღება
კუბრიკს როგორც მის თანამედროვეებს, აღელვებდა ბირთვული ომის საშიშროება. მას სურდა ამ თემაზე ფილმის გადაღება და ურჩიეს რომანი „წითელი საფრთხე“. კუბრიკმა დაიწყო ეკრანიზაციაზე მუშაობა ჯეიმზ ბ. ჰარისთან ერთად, რომელიც მისი ბოლო სამი ფილმის პროდიუსერი იყო. კუბრიკმა ორმაცამდე პოლიტიკური და სამხედრო შინაარსის წიგნი შეისწავლა. მან გადაწყვიტა სერიოზულ წიგნის სატირულ ფილმად ქცევა. ფილმის გადაღება ტექნიკური და პოლიტიკური მიზეზების შეუძლებელი იყო აშშ-ში, ამიტომ კუბრიკი ინგლისში გადავიდა სამუშაოდ. ფილმი ლონდონში, შეფერტონის სტუდიაში გადაიღეს.