დიდგვერდი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონზე, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადების — სამყურისწყლისა და სტორის წყალგამყოფ ნაქერალა-დიდგვერდის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3334 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. კალთები ციცაბოა. კალთების ზემო ნაწილში შემონახულია მყინვარული რელიეფის ფორმები. შემოსილია ალპური მდელოებით.
ლიტერატურა