დვანის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესიაშიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ჩრდილო-დასავლეთით, კონუსური მთის წვერზე. სტილისტური ნიშნებით ნ. ჩუბინაშვილი VI საუკუნის III მეოთხედით ათარიღებს,[1] ხოლო ნ. გენგიური – VIII საუკუნით[2]. ადგილობრივი მცხოვრებლები უწოდებენ წმინდა გიორგი კვართისას, ანუ ქრისტესკვართის მცველ წმინდა გიორგის. აქ იმართებოდა ხატობა – „კვართობა“. მოგვიანებით ამ დღესასწაულისთვის დაურქმევიათ „კოხიჯვრობა“. ეკლესიას ამჟამად წმინდა გიორგი კოხიჯვრისასაც უწოდებენ.[3]
დვანის წმინდა გიორგის ეკლესია კუპელჰალეს ტიპის პირველი ნაგებობაა საქართველოში. იგი წარმოადგენს დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებულ, გარე სწორკუთხედში მოთავსებულ გუმბათოვან ეკლესიას, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გარშემოსავლელი შემოუყვება. გუმბათი დასავლეთით შვერილთა წყვილს ეფუძნება, აღმოსავლეთით კი საკურთხევლის კუთხეებს.[3]
აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზედა, ოდნავ ნალისებრი ნაწილი გამოყვანილია სუფთად გათლილი ქვებით და მთელი კედლის სისქეში ჩადგმულია მუქი წითელი ფერის მთლიანი ვიწრო საკეტი ქვა.[1] ეკლესიაში 1697 წელს გარდაცვლილი პაატა ყარალაშვილის საფლავის ქვაა.[4]
გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989, ISBN5-520-00154-5.