დევონპორტი (ინგლ. Devonport) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიაში, მდებარეობს ტასმანიის შტატში, კუნძულ ტასმანიის ჩრდილოეთ მხარეში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 24 615 ადამიანს[1]. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ჰობარტიდან დაშორებულია 277 კილომეტრით, ქალაქ ბერნიდან 47 კილომეტრით. დევონპორტი დაარსდა 1823 წელს. გაშენებულია ბასის სრუტის სანაპიროზე. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს დევონპორტის აეროპორტი, რომლის ტრასის სიგრძე შეადგენს 2 კილომეტრს, აქედან სრულდება რამდენიმე შიდა რეისი.
კლიმატი
ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და ივნისი. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 778.3 მმ-ს.
დაძმობილებული ქალაქები
ქალაქ დევონპორტის აქვს ერთი დაძმობილებული ქალაქი. 1996 წელს დევონპორტს დაუძმობილდა იაპონიის ქალაქი მინამატა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო