დავით დარჩია (დ. 9 დეკემბერი, 1968) — ქართველი მსახიობი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1968 წლის 9 დეკემბერს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1994 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. 1995 წელს მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
აღსანიშნავია როლები: სანდრო („ეს თავისუფალი პეპლები“), თორღვაი („ლამარა“), გიო („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), ფარუსკადი („ქალი გველი“), ვასო („ნახვის დღე“), თედო, დავითი (კნაწა) („კაცია ადამიანი“), ლაერტი, ტრაგიკოსი („ჰამლეტი“), „სტიქსი“, მეშვიდე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“), წათე („წათეს წითელი წაღები“). შესრულებული აქვს როლები ტელესერიალებში „ცხელი ძაღლი“, „თენდება გვიან“, „წვრილვარსკვლავთა ღამე“, „ასა“ და „ჩემი ცოლის დაქალები“ და აგრეთვე უკანასკნელი სერიალის დამატებით ფილმში „ჩემი ცოლის დაქალი კინოში“.
ფილმოგრაფია
ნათამაშები როლები
რუსთაველის თეატრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1995: მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
რესურსები ინტერნეტში