ქართველი მეცნიერებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთ-ერთი სტელათაგანი, რომლის ერთ ნაწილზე დატანილია შემდეგი ტიპის გამოსახულება: ორ მთავარანგელოზს, მიქაელსა და გაბრიელს, ხელთ უპყრიათ ეტრატი, რომელზეც ნაკაწრის სახით შესრულებულია ქართული ასომთავრულიანბანი. ესაა პირველი ანბანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. მეცნიერთა აზრით დავათის სტელა შესრულებულია IV საუკუნეში, დაახლოებით 367 წელს. თუ დაუკვირდებით სურათს, შეამჩნევთ შემდეგ ასოებზე კ, ტ და ჭ-ზე ქარაგმას.
რამინ რამიშვილის აზრით ეს სხვა არაფერია თუ არა შესაბამისი ციფრი 5000+300+20=5320. ქართული დამწერლობის დაარსებად ძვ. წ. 284წელი მიიჩნევა, ე. ი. ბიბლიის მიხედვით ქვეყნის შექმნიდან ქრისტეს შობამდე კი 5604 წელი მოითვლება. დავათის სტელაზე მინიშნებული რიცხვი 5320 სხვა არაფერია თუ არა 5604-284=5320.