გუს ჰიდინკი (ნიდერლ. Guus Hiddink დ. 8 ნოემბერი, 1946) — ნიდერლანდელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. მან თავისი საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი ნიდერლანდებსა და აშშ-ში გაატარა. იგი ფეხბურთს 1982 წლამდე თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე, ხოლო 1987 წლიდან კი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. ამჟამად იგი ლონდონის ჩელსის უდგას სათავეში. სხვადასხვა დროს იგი თავჯკაცობდა ისეთ კლუბებსა და ნაკრებებს როგორებიცაა: რეალ მადრიდი, PSV, რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ჩელსი და სხვა.
2002 წელს მან მოიგო ჟურნალი „World Soccer-ის“ ჯილდო ნომინაციაში - წლის საუკეთესო მწვრთნელი, რაც მან სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გაყვანით დაიმსახურა.