სოლომონ გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ახალი შენობა აბუ-დაბიში აშენდება. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 680 მილიონია აშშ დოლარია.
სოლომონ გუგენჰაიმის ფონდის მიერ 1937 წელს დაარსებული მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორის რიჩარდ არმსტრონგის თქმით, სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება. აღნიშნული განცხადება მან „აბუ დაბის კულტურულ სამიტზე“ გააკეთა.
შენობის დიზაინი ამერიკელ არქიტექტორს ფრენკ გერის ეკუთვნის. მუზეუმში 18.000 კვადრატული მეტრი დაეთმობა საგამოფენო სივრცეს, ხოლო გალერეას-13.000 კვადრატული მეტრი.
Construction Week Online-ს ინფორმაციით, შენობას ააშენებენ ლუვრის მუზეუმის მახლობლად საადიათის კუნძულზე და გახდება ნიუ იორკის მუზეუმის მეხუთე - ყველაზე დიდი ფილიალი. მისი ზომა 12-ჯერ აღემატება ორიგინალს. მასში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხელოვნების, მათ შორის, Pop-Art-ის ნიმუშები.[1][2]
2008 წელს გუგენჰაიმის ფონდში განაცხადეს, რომ "აბუ დაბის ტურიზმის განვითარების და ინვესტიციის კომპანია ... მუზეუმის მფლობელი იქნება“ ხოლო "გუგენჰაიმის ფონდი შექმნის და მართავს" მის პროგრამას. [4]
სოლომონ რ. გუგენჰეიმის ფონდის თავმჯდომარე უილიამ მაკის თქმით, ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნებს შორის მომავალი კულტურული თანამშრომლობის განვითარებისათვის. აბუ დაბის მეფისნაცვალმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა აღნიშნა, რომ "ხელმოწერა წარმოადგენს აბუ დაბის მთავრობის გადაწყვეტილებას, შექმნას მსოფლიო კლასის კულტურული დანიშნულების ადგილი როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების მოსახლეობისათვის , ისე ვიზიტორებისთვის. [4]
მდებარეობა
გუგენჰეიმის შენობა ამბიციური პროექტის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს ”შექმნას საგამოფენო სივრცე და გადააქციოს ოდესღაც უდაბნოში მდებარე მიძინებული დედაქალაქი სპარსეთის ყურის სანაპიროზე ხელოვნების საერთაშორისო დედაქალაქად და ტურისტულ იდანიშნულების ცენტრად [5]. გუგენჰეიმის ყოფილმა დირექტორმა თომას კრენსმა აღნიშნა, რომ ”ახლო აღმოსავლეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარებადი რეგიონია მსოფლიოში თანამედროვე კულტურის თვალსაზრისით” .[6][7]
საადიათის კუნძულზე ასევე მდებარეობს ჟან ნუველის მიერ დაპროექტებული ხელოვნების მუზეუმი აბუ დაბის ლუვრი, რომელიც 2017 წელს გაიხსნა. დამატებით დაგეგმილ ობიექტებში შედის შეიხ ზაიედის ეროვნული მუზეუმი, რომელიც შეიმუშავა ბრიტანულმა სამშენებლო კომპანია Foster and Partners- მა ლორდ ნორმან ფოსტერის ხელმძღვანელობით, ზაჰა ჰადიდის პროექტით შექმნილი საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი,აბუ დაბიშინიუ იორკის უნივერსიტეტის კამპუსი, ტადაო ანდოს მიერ კონცეპტუალური დიზაინით შექმნილი საზღვაო მუზეუმი, ასევე ხელოვნების რამდენიმე პავილიონი.[8]