გოჯი ზურებიანი (დ. 1906, მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი, — გ. 1975, იქვე) — ქართველი მთამსვლელი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950).[1]
ბიოგრაფია
ალპინიზმით დაკავდა 1937 წელს. საბჭოთა კავშირში პირველმა განახორციელა ჯგუფთან ერთად კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937). მონაწილეობდა ა. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მცირე (ლეხზირი-ულუყარა) და დიდ (წურუნგალა-აილამა-შხარა) ტრავერსებში (1940), კაკო მარის ხელმძღვანელობით უშბაზე და რამდენიმე უსახელო მწვერვალზე ჩატარებულ ექსპედიციებში (1946–1947), ტრავერსში შხელდაზე (1949). იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1950, შხელდა-უშბა). მოპოვებული აქვს ოქროს მედალი შხელდა-უშბის ტრავერსის გავლისათვის (1950).
დაჯილდოებულია (1940, 1943-45) საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საბჭოთა კავშირის და საქართველოს სსრ სპორტკომიტეტების საპატიო სიგელებით, მედლებით „მამაცობისათვის“ და „კავკასიის დაცვისთვის“. გოჯი ზურებიანი იყო სვანეთის უფროსი თაობის ერთ-ერთი წამყვანი ალპინისტი.[2]
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, , 2014. — გვ. 404.
- კავკასიონზე (კრებული), შემდგ. დ. ფურცელაძე, რედ. ნ. კეცხოველი, თბ., 1959.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო