გორის განძი — XV საუკუნის ქართული მონეტების განძი. აღმოაჩინა მოქალაქე მ. ბიძნაშვილმა ქალაქ გორში1935 წელს შემთხვევით, მიწის სამუშაოების დროს. განძი ჩაფლულია XV საუკუნის ბოლო მეოთხედში. გორის განძი შეიცავს 10 000 ცალ (6 კგ.) ბილონურ მონეტას, XV საუკუნის თურქული აყჩებისა შირვანული თანგების მინაბაძებსა და გაურკვეველი ანეპიგრაფიკულ მონეტებსაც. ერთ-ერთ მონეტაზე გაირკვა თარიღი (ჰიჯრის 886 ანუ 1481 წელი).
მონეტების ნაწილი დაკარგულია. ნაწილი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში და სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟის ნუმიზმატიკურ ფონდში.