გობუსტანი (აზერ. Qobustan) — ქალაქი აზერბაიჯანში, გობუსტანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი[1][2]. 2008 წლამდე ეწოდებოდა მარაზი (აზერ. Mərəzə).
ისტორია
1920-1930 და 1943-1960 წლებში იყო აზერბაიჯანის სსრ-ის მარაზის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. შემდეგ შემახის რაიონის სასოფლო საბჭოს ადმინისტრაციული რაიონი. გობუსტანის რაიონის დაარსების დღიდან არის მისი ადმინისტრაციული ცენტრი.
1968 წლიდან აქვს დაბის სტატუსი, ხოლო 2008 წლიდან — ქალაქი. ამავე წელს ეწოდა გობუსტანი[3].
ღირსშესანიშნაობა
ქალაქში მდებარეობს დირი ბაბას მავზოლეუმი, რომელიც აგებულია 1402 წელს.
სქოლიო