|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭანტურია.
|
გიორგი ჭანტურია (დ. 11 აპრილი, 1993, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი.
კარიერა
საკლუბო
გიორგიმ კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“, 2009 წლის ივნისში იჯარის წესით გადავიდა ბარსელონაში.[1] ის გადაიყვანეს ბარსას ახალგაზრდულ B გუნდში, სადაც გაიტანა 11 გოლი და დაეხმარა კატალონიელებს ლიგის ტიტულის მოპოვებაში.[2]
მას შემდეგ, რაც 2010 წლის აგვისტოში ჭანტურიათი ლონდონური „ჩელსი“ დაინტერესდა,[3] გიორგიმ კონტრაქტი გააფორმა არნემის „ვიტესთან“. 2011 წლის აპრილში მან გააფორმა სამწლიანი ხელშეკრულება კლუბთან.[4]
ჭანტურიას დებიუტი „ვიტესში“ შედგა 2011-12 წლების სეზონის პირველ, „დენ ჰააგთან“ ფრედ (0-0) დასრულებულ გასვლით მატჩში, 7 აგვისტოს.[5] მან პირველი გოლი ვიტესის მაისურით გაიტანა მეორე ოფიციალურ მატჩში, როდესაც მისმა გუნდმა დაამარცხა „ვვვ-ვენლო“, ანგარიშით 4-0. ჭანტურიას ვიტესში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა 2011-12 წლების სეზონში ის გუნდის სათადარიგო ფეხბურთელი იყო, ხოლო შემდგომ სეზონში თითქმის არ ეძლეოდა სათამაშო პრაქტიკა.
2012 წლის დეკემბერში ჭანტურია იჯარის წესით გადავიდა ვლადიკავკაზის „ალანიაში“, სეზონის დასრულებამდე.[6] სეზონის ბოლოს დაბრუნდა არნემულ კლუბში და ადგილი დაიბრუნდა გუნდის მთავარ შემადგენლობაში 2013–14 წლების სეზონისთვის.
2014 წლის 19 თებერვალს გიორგიმ კონტრაქტი გააფორმა რუმინულ კლუბ „ჩფრ კლუჟთან“, ტრანსფერის საფასური არ ხმაურდება.[7]
სანაკრებო
ჭანტურია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად 2008 წელს გამოიძახეს. მისი გამოსვლები 19 წლამდელთა ნაკრებში საკმაოდ წარმატებული იყო. 2012 წლის 25 მაისს მან გაიტანა გოლი ამხანაგურ მატჩში ბოსნიის წინააღმდეგ (მატჩი ქართველთა გამარჯვებით, 4:2 დასრულდა), ბოლო 30 მაისს მან თავისი დუბლით ნაკრებს გამარჯვება მოუტანა ავსტრიის წინააღმდეგ (საბოლოო ანგარიში იყო 2:1).[8]
2011 წლიდან გიორგი ჭანტურია 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრია. 2011 წლის სექტემბერში მან მონაწილეობა მიიღო უეფა-ს ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის მატჩში ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ, რომელიც ქართულმა გუნდმა 2:7 დათმო, გიორგი 76-ე წუთზე შეცვალეს.[9]
საქართველოს მთავარ ნაკრებში პირველად ჭანტურიამ 2014 წლის 5 მარტს ითამაშა, ლიხტენშტაინის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში (2-0). სადებიუტო შეხვედრა მან გოლით აღნიშნა.[10]
კარიერის სტატისტიკა
- განახლდა: 19 იანვარი 2014
კლუბი
|
სეზონი
|
ლიგა
|
თასი
|
ევროტურნირებზე
|
ჯამში
|
თამაში
|
გოლი
|
თამაში
|
გოლი
|
თამაში
|
გოლი
|
თამაში
|
გოლი
|
ვიტესი
|
2011-12
|
28
|
4
|
3
|
0
|
0
|
0
|
31
|
4
|
2012-13
|
1
|
0
|
0
|
0
|
3
|
0
|
4
|
0
|
2013-14
|
8
|
1
|
2
|
1
|
2
|
0
|
12
|
2
|
ჯამში
|
37 |
5 |
5 |
1 |
5 |
0 |
47 |
6
|
ალანია ვლადიკავკაზი (იჯარით)
|
2012-13
|
6
|
0
|
0
|
0
|
0
|
0
|
6
|
0
|
ჯამში
|
6 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
6 |
0
|
კარიერის ჯამში
|
43 |
5 |
5 |
1 |
5 |
0 |
53 |
5
|
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო