გიორგი იოსელიანი (დ. 1847, წყალტუბო, გ. 1919) — ქართველი მწერალი, პედაგოგი.
დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მუშაობდა თბილისის სემინარიაში. 1873-1889 წლებში მუშაობდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში მასწავლებლად, ხოლო შემდეგ სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის პირველ გიმნაზიაში. რამდენიმე წელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თანამშრომელი იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ხაშურის გიმნაზიაში მუშაობდა. აქტიუად მოღვაწეობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. „წყალტუბელის“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა მისი წერილები. პირადად ხელმძღვანელობდა განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებას.
რესურსები ინტერნეტში