გიზბორნი (ინგლ. Gisborne, მაორულ ენაზე — Tūranga-nui-a-Kiwa) — ქალაქი ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კუნძულზე, ამავე სახელწოდების რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს ახალი ზელანდიის აღმოსავლეთით, მისი ხელსაყრელი მდებარეობის გამო ქალაქს ტურისტები ხშირად სტუმრობენ. 2013 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 43 656 ადამიანს [1]. მოსახლეობის ნახევარზე მეტს მაორები შეადგენენ. ეკონომიკის ძირითად ნაწილს სოფლის მეურნეობა და მსუბუქი მრეწველობა შეადგენს. ახალ ზელანდიაში ეს რეგიონი ერთ-ერთ საუკუთესო ღვინის მწარმოებლად ითვლება.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო