სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსდა 1998 წელს. მისი დამფუძნებელია – პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარინა ფირცხალავა. უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ თბილისში.
სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ლიცენზირებული და აკრედიტირებულია. სტუდენტთა სწავლება და მათი ცოდნის შეფასება რეგულირდება ევროპული კრედიტების სატრანსფერო სისტემით (ECTS). უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ოთხი ფაკულტეტი:
- სტომატოლოგია
- ჯანდაცვის ეკონომიკა და მენეჯმენტი;
- ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია;
- მედიცინა
სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აღჭურვილია კეთილმოწყობილი აუდიტორიებით, ლაბორატორიებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტომატოლოგიური კლინიკით.
რესურსები ინტერნეტში