გეირანგერფიორდი (ნორ. Geirangerfjorden) — ფიორდინორვეგიაში, სუნმორეს რეგიონში, სტრანდის მუნიციპალიტეტში. მისი სიგრძე 15 კმ-ია და წარმოადგენს სტროფიორდის ერთ-ერთ ტოტს. ფიორდის კიდეზე (წვერში), სადაც მას მდინარე გეირანგელვა უერთდება, მდებარეობს სოფელი გეირანგერი.
გეირანგერფიორდი ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში. 2005 წელს, იუნესკომ ის ნერიოიფიორდთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, მაგრამ ეს სტატუსი ამჟამად საფრთხის ქვეშ დგას, რადგან ფიორდის თავზე დაგეგმილია ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა.