ბურკინა-ფასოს ისტორია მოიცავს ქვეყნის შიგნით არსებული სხვადასხვა სამეფოების ისტორიას, მაგალითად, მოსის სამეფოების, ასევე ტერიტორიის კოლონიზაციას საფრანგეთის მიერ და მის დამოუკიდებლობას, ზემო ვოლტას რესპუბლიკის სახელით 1960 წელს.
უძველესი და შუა საუკუნეების ისტორია
ბოლოდროინდელმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ბურაში, სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიასა და სამხრეთ – დასავლეთ ბურკინა ფასოში, დაადასტურეს რკინის ხანისბურას კულტურის არსებობა III საუკუნიდან XIII საუკუნემდე. იქ დასახლებულ პუნქტებს ბურა-ასინდას სისტემა მართავდა და იგი მოიცავდა მდინარე ნიგერის ქვედა ველს, მათ შორის ბურკინა ფასოს ბურას რეგიონს. შემდგომი კვლევაა საჭირო იმის გასაგებად, თუ რა როლი ითამაშა ამ ადრინდელმა ცივილიზაციამ დასავლეთ აფრიკის ანტიკურ და შუა საუკუნეების ისტორიაში .
ლოროპენი არის პრე-ევროპული ქვის ნანგრევები, რომელიც დაკავშირებულია ოქროს ვაჭრობასთან. იგი გამოცხადდა ბურკინა ფასოს პირველ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.
შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნის ბოლომდე, ბურკინა ფასოს რეგიონს მართავდნენ იმპერიის მშენებელი მოსის ხალხები. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მოსის გლეხები იყვნენ როგორც ფერმერები, ასევე ჯარისკაცები. ამ დროის განმავლობაში მოსის სამეფოები წარმატებით იცავდნენ თავიანთ ტერიტორიას, რელიგიურ მრწამსსა და სოციალურ სტრუქტურას თავიანთი მუსლიმი მეზობლების შემოსევებისა და ასიმილაციის ძალისმიერი მცდელობებისგან.
ფრანგული ზემო ვოლტა
XIX საუკუნის ბოლოს საფრანგეთმა დაიწყო ბურკინა ფასოს ტერიტორიის კოლონიზაცია. კიმბერლის ფრანგული ჯარები ჩავიდნენ და 1896 წელს დაიკავეს ბურკინა ფასოს ტერიტორია. მოსის ხალხების წინააღმდეგობა დასრულდა მათი კაპიტალის დაპყრობით უაგადუგუში. 1919 წელს სპილოს ძვლის სანაპიროებიდან (დღევანდელი კოტ-დ’ივუარი) გარკვეული პროვინციები შეუერთდა ფრანგულ ზემო ვოლტას და საფრანგეთის დასავლეთ აფრიკის ფედერაციას. 1932 წელს ახალი კოლონია გაიყო ეკონომიკური მიზეზების გამო: 1937 წელს იგი გადაკეთდა, როგორც ადმინისტრაციული განყოფილება, რომელსაც ეწოდა ზემო ვოლტა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოსის ხალხები აქტიურად ახდენდნენ ზეწოლას ფრანგებზე და ითხოვდნენ გამოყოფილი ყოფილიყო მათი ტერიტორიული სტატუსი და 1947 წლის 4 სექტემბერს ზემო ვოლტა კვლავ გახდა ფრანგული დასავლეთ აფრიკის ტერიტორია.
1947 წლიდან 1958 წლის ჩათვლით საფრანგეთის ზემო ვოლტა იყო საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია. 1958 წლის 11 დეკემბერს საფრანგეთის თანამეგობრობის შემადგენლობაში შეიქმნა ზემო ვოლტის ავტონომიური რესპუბლიკა. 1960 წლის 11 ივლისს საფრანგეთი დათანხმდა ზემო ვოლტის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას. [1]
ზემო ვოლტის რესპუბლიკა
ზემო ვოლტის რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1960 წლის 5 აგვისტოს. პირველი პრეზიდენტი მორის იამეგო იყო ვოლტას დემოკრატიული კავშირის (UDV) ლიდერი. 1960 წლის კონსტიტუციით არჩევნები ითვალისწინებდა პრეზიდენტისა და ეროვნული ასამბლეის არჩევას 5 წლის ვადით. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იამეგომ აკრძალა ყველა პოლიტიკურ პარტია, UDV-ს გარდა. იამეგოს მთავრობა განიხილებოდა, როგორც კორუმპირებული, რომელიც განაგრძობდა ნეო-კოლონიალიზმსსაფრანგეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ, რამაც საშუალება მისცა პოლიტიკოსებს გამდიდრებულიყვნენ, მაგრამ ეს ყოველივე აზარალებდა გლეხებს და ქალაქელ მუშათა მცირე კლასს. [2]
მთავრობის არსებობა გაგრძელდა 1966 წლამდე, როდესაც - მრავალი არეულობის შემდეგ, მათ შორის სტუდენტთა მასობრივი დემონსტრაციებისა და გაფიცვების შედეგად, შრომითი პროფკავშირების წარმომადგენლებმა და საჯარო მოხელეებმა, ჯარის ჩარევით გადააყენეს იამეგო და ამ მოვლენას ეწოდა 1966 წლის ზემო ვოლტას გადატრიალება . გადატრიალების ლიდერებმა შეაჩერეს არსებული კონსტიტუცია, დაშალეს ეროვნული ასამბლეა და ლეიტენანტი პოლკოვნიკი სანგულე ლამიზანა მთავრობის ხელმძღვანელად დააყენეს. არმია სახელმწიფოს აკონტროლებდა 4 წლის განმავლობაში და 1970 წლის 14 ივნისს ზემო ვოლტაში მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა სამოქალაქო თვითმმართველობაზე საბოლოო გადასვლის წინ ოთხწლიან სარეაბილიტაციო პერიოდს. ლამიზანა ხელისუფლებაში დარჩა მთელი 1970-იან წლები, როგორც სამხედრო და შერეული სამოქალაქო-სამხედრო მთავრობის წარმოამდგენელი. იგი სერიოზულ კრიზისს განიცდიდა და 1973 წელს გაეროს და აშშ–სგან დახმარება ითხოვა. [3] 1970 წლის კონსტიტუციასთან დაკავშირებული კონფლიქტის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია დაიწერა და დამტკიცდა 1977 წელს, ხოლო ლამიზანა ხელახლა აირჩიეს 1978 წელს ჩატარებულ ღია არჩევნებით.
ლამიზანას მთავრობას პრობლემები შეექმნა ტრადიციულად ძლიერ პროფკავშირებთან და 1980 წლის 25 ნოემბერს,პოლკოვნიკი სეი ზერბოს მეთაურობით, უსისხლო გადატრიალების შედეგად, დაამხეს ლამიზანას მთავრობა . პოლკოვნიკმა ზერბომ გააუქმა 1977 წლის კონსტიტუცია.
პოლკოვნიკ ზერბოსაც შეექმნა წინააღმდეგობა პროფკავშირებთან და იგი ჩამოაგდეს ორი წლის შემდეგ, 1982 წლის 7 ნოემბერს, მაიორმა ჟან-ბაპტისტე ოუდეროგომ და სახალხო ხსნის საბჭომ (CSP). სსს-მ განაგრძო პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების აკრძალვა, მაგრამ პირობა დადო, რომ გადავიდოდა სამოქალაქო მმართველობაზე და შექმნიდა ახალ კონსტიტუციას.
ვითარდებოდა საწინააღმდეგო მოძრაობები საზოგადოების გადარჩენის საბჭოს რეფორმატორებსა და რადიკალებს შორის, რომლებსაც ხელმძღვანელობდა 1983 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნული, მემარცხენე კაპიტანი თომას სანკარა. სანკარას ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლისა და მემარცხენე რიტორიკის შედეგად მალევე დააპატიმრეს. გატარდა რიგირ ღონისძიებები მისი გასათავისუფლებლად, რომელსაც კოორდინაციას უწევდა კაპიტანი ბლეზ კომპაორე. ამ ძალისხმევების შედეგად 1983 წლის 4 აგვისტოს მოხდა კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება.
გადატრიალებამ სანკარა ხელისუფლების სათავეში მოიყვანა და მისმა მთავრობამ დაიწყო რევოლუციური პროგრამების სერიის დანერგვა, რომელიც მოიცავდა მასობრივ ვაქცინაციას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ქალთა უფლებების გაფართოებას, შიდა სასოფლო-სამეურნეო მოხმარების წახალისებას და გაუდაბნოების პროექტებს. [4]
ბურკინა ფასო
1984 წლის 4 აგვისტოს, [5] პრეზიდენტ სანკარას ინიციატივით, ქვეყნის სახელი 'ზემო ვოლტა' შეიცვალა ბურკინა ფასოდ ( პატიოსანი ხალხის მიწა ). [6][7][8]
სანკარას მთავრობამ ჩამოაყალიბა რევოლუციის ეროვნული საბჭო (CNR). ასევე შეიქმნა რევოლუციის პიონერების ახალგაზრდული პროგრამა.
სანკარამ წამოიწყო ცვლილების ამბიციური სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა, აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური. [4] მის საგარეო პოლიტიკა ემყარებოდა ანტიიმპერიალიზმს, მისი მთავრობა უარყოფდა ყოველგვარ საგარეო დახმარებას, მიილტვოდა ოდიოზური დავალიანების შემცირებისკე,ცდილობდა მიწის და მინერალურ სიმდიდრის ნაციონალიზაციას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის ძალაუფლების და გავლენის თავიდან აცილებას. მის საშინაო პოლიტიკაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით წიგნიერების კამპანია, გლეხებზე მიწის გადანაწილება, სარკინიგზო და გზის მშენებლობა და ქალთა წინდაცვეთის გაუქმება, იძულებითი ქორწინება და პოლიგამიურობა . [9]
სანკარამ აგრარული თვითკმარობისკენ უბიძგა და ხელი შეუწყო საზოგადოებრივ ჯანმრთელობას 2,500,000 ბავშვის ვაქცინაციით მენინგიტის, ყვითელი ცხელების, წითელას საწინააღმდეგოდ . [9] მისი ეროვნული დღის წესრიგი ასევე მოიცავდა 10,000,000 –ზე მეტი ხის დარგვას. [4][10]
ხუთდღიანი ომი მალისთან
1985 წლის შობის დღეს მალისთან ურთიერთობა გამწვავდა, რომლის მიზეზიც გახდა სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი აგაშერის ზოლი. დაიწყო აგაშერის ომი, რომელიც 5 დღეს გაგრძელდა და დაიღუპა დაახლოებით 100 ადამიანი. კონფლიქტი დარეგულირდა კოტ-დ'ივუარის პრეზიდენტის ფელიქს უფუე-ბუანის შუამავლობით. კონფლიქტი ცნობილია, როგორც „შობის ომი“ ბურკინა ფასოში.
სანკარას მიერ გატარებულმა რადიკალურმა რევოლუციურმა ღონისძიებებმა გამოიწვია მზარდი უკმაყოფილება და წინააღმდეგობა.
ბლეზ კომპაორეს მმართველობა
რევოლუციის დაცვის კომიტეტებმა (CDR), რომლებიც საწყის ეტაპზე ჩამოყალიბდნენ, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ზოგიერთ რაიონში მიიღეს შეიარაღებული ადამიანების დაჯგუფებების ფორმა და ხშირად ადგილობრივ პროფკავშირებს უპირისპირდებოდნენ. დაძაბულობა სულ უფრო იზრდებოდა. 1987 წლის 15 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების დროს სანკარა მოკლეს და ხელისუფლებაში მოვიდა კაპიტანი ბლეზ კომპაორე.
ბლეზ კომპაორემ, კაპიტანმა ანრი ზონგომ და მაიორმა ჟან-ბატისტ ბუკარი ლინგანიმ ჩამოაყალიბეს სახალხო ფრონტი (FP), რომელსაც უნდა გამოესწორებინა სანკარას „გადაცდომები“ და „დევიაციები“ ძირითადი კურსიდან. ახალმა მთავრობამ, რომელმაც გააცნობიერა ბურჟუაზიის მხარში დგომის აუცილებლობა, ჩვეულებრივად შეცვალა სანკარას პოლიტიკა. განხილვის საგნად იქცა 'პოლიტიკური ღიაობის' საკითხი, რადგან აღმოჩნდა,რომ რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც იყო არამარქსისტული, სინამდვილეში ეკუთვნოდა სახალხო ფრონტს.
მემრაცხენე მუშათა მოძრაობის (Organisation pour la Démocratie Populaire/Mouvement du Travail ) ზოგიერთი წევრი წინააღმდეგი იყო არამარქსისტულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობისა. 1989 წლის 18 სექტემბერს, როდესაც კომპაორე დაბრუნდა აზიურიორკვირიანი ვიზიტიდან, ლინგანის და ზონგოს ბრალი წაუყენეს გადატრიალების მომზადებაში. იმავე ღამეს ისინი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. კომპაორემ მოახდინა ხელისუფლების რეორგანიზაცია, დანიშნა რამდენიმე ახალი მინისტრი და საკუთარ თავზე აიღო თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტრის უფლებამოსილებები. 1989 წლის 23 დეკემბერს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა დაახლოებით 30 სამოქალაქო და სამხედრო პირი გადატრიალების მომზადების ბრალდებით.
ახალი კონსტიტუცია, რომელიც ქმნიდა მეოთხე რესპუბლიკას, მიღებული იქნა 1991 წლის 2 ივნისს. სხვა სიახლეებთან ერთად, იგი ითვალისწინებდა 107 ადგილიანი (დღეისათვის 111) სახალხო დეპუტატთა ასამბლეის შექმნას. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაური იყო პრეზიდენტი, რომელიც ნიშნავს მინისტრებს და პრემიერ-მინისტრს და საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერით ასრულებს მთავრობის მეთაურის ფუნქციებს. 2000 წლის აპრილში კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილებები , რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის მმართველობის ვადა 7 წლიდან შემცირდა 5 წლამდე (ეს ცვლილება ძალაში შევიდა 2005 წლიდან) და პრეზიდენტის ხელმეორედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ. ხელისუფლების საკანონმდებლო შტო გახდა ეროვნულ ასამბლეა (Assemblée Nationale), რომელიც შედგებოდა 111 ადგილისგან. ეროვნული კრების წევრები ირჩევიან საყოველთაო კენჭისყრით 5 წლის ვადით.
2005 წლის აპრილში პრეზიდენტი კომპაორე მესამედ აირჩიეს ხელახლა პრეზიდენტის პოსტზე. მან მიიღო ხმების 80,3 %. 2010 წლის ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით უმაღლესი სახელმწიფოებრივი პოსტი ისევ დაიკავა ბლეზ კომპაორემ და მიიღო ხმების თითქმის 81 %.
2011 წლის თებერვალში სკოლის მოსწავლის სიკვდილმა გამოიწვია მღელვარება ქვეყანაში, რომელიც გაგრძელდა 2011 წლის აპრილამდე.
ბლეზ კომპაორეს ჩამოგდება
2014 წლის ივნისში კომპაორემ მმართველ პარტიას (CDP) მოუწოდა დაეორგანიზებინათ რეფერენდუმი, რომელიც მას საშუალებას მისცემდა შეეცვალა კონსტიტუცია 2015 წლის ხელახალი არჩევნებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იძულებული იქნებოდა დაეტოვებინა პრეზიდენტის პოზიცია. [11]
2014 წლის 30 ოქტომბერს დაგეგმილი იყო ეროვნული ასამბლეის განხილვა კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, რომლის საშუალებითაც კომპაორეს საშუალება მიეცემოდა ეყარა კენჭი პრეზიდენტობის კანდიდატად 2015 წელს. მოწინააღმდეგეებმა ეს გააპროტესტეს უაგადუუში, პარლამენტის შენობაზე შეტევით, ცეცხლი გააჩაღეს პარლამენტში და ოფისების ძარცვა დაიწყეს. ინფორმაცია გაავრცელა BBC-მ. [12] ოპოზიციის სპიკერმა პარგუი ემილე პარემ , სახალხო მოძრაობა სოციალიზმისათვის / ფედერალური პარტიის წარმომადგენელმა პროტესტს უწოდა „ბურკინა ფასოს შავი გაზაფხული, არაბული გაზაფხულის მსგავსად“. [13]
კომპაორემ რეაგირება მოახდინა მოვლენებზე და თქვა, რომ მზად იყო თანამდებობა დაეტოვებინა. [14]
31 ოქტომბერს კომპაორემ გამოაცხადა, რომ მან დატოვა პრეზიდენტობა და რომ არსებობს „ძალაუფლების ვაკუუმი“. მან ასევე მოუწოდა „თავისუფალი და გამჭვირვალე“ არჩევნების ჩატარებისკენ 90 დღის განმავლობაში. შემდეგ იაკუბა ისააკ ზიდამმ იტვირთა სახელმწიფოს მეთაურობა შუალედური რანგში. [15]
2014 წლის 17 ნოემბერს მიშელ კაფანდო აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად და მან 18 ნოემბერს ფიცი დადო. [16] შემდეგ, კაფანდომ დანიშნა ზიდა ბურკინა ფასოს პრემიერ-მინისტრად 2014 წლის 19 ნოემბერს. [17]
2015 წლის 19 ივლისს, სამხედროებსა და პრემიერ-მინისტრ ზიდას შორის დაძაბულობის ფონზე, კაფანდომ ჩამოართვა თავდაცვის პორტფელი ზიდას და თვითონ აიღო მართვის სადავეები. მან ასევე აიღო უსაფრთხოების პორტფელის მართვის უფლებამოსილებაც. [18]
2015 წლის სექტემბრის ჩაშლილი გადატრიალება
2015 წლის 16 სექტემბერს, შერიგების და რეფორმების ეროვნული კომისიის რეკომენდაციით, ორი დღის შემდეგ , პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის პოლკის (RSP) წევრებმა დააკავეს პრეზიდენტი კაფანდო და პრემიერ-მინისტრი ზიდა [19][20]
კაფანდო პატიმრობაში იმყოფებოდა 21 სექტემბრამდე, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩასული იყო საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში. [21]
კაფანდო ხელახლა დაინიშნა პრეზიდენტად 23 სექტემბერს გამართულ ცერემონიაზე ECOWAS– ის ლიდერების თანდასწრებით. [22]
25 სექტემბერს RSP დაიშალა მთავრობის დადგენილებით. ბასოლი დააპატიმრეს 29 სექტემბერს, გადატრიალების მხარდასაჭერად. [23]
2015 წლის საყოველთაო არჩევნები
2015 წლის 13 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ არჩევნები ჩატარდებოდა 2015 წლის 29 ნოემბერს. [24]კონგრესს დემოკრატიისა და პროგრესისთვის ეკრძალებოდა პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა, მაგრამ მაინც შეძლო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.
კაბორემ პრეზიდენტის ფიცი დადო 2015 წლის 29 დეკემბერს. 2016 წლის 7 იანვარს მან პოლ კაბა თიბა დანიშნა პრემიერ-მინისტრად. [25]
2018 წლის სტატუსი
2018 წლის CIAWorld Factbook-ის მიხედვით: „ბურკინა ფასო ღარიბი ქვეყანაა, რომელიც დამოკიდებულია ნალექზე. ეკონომიკა დაუცველია გარე შოკების მიმართ. მოსახლეობის დაახლოებით 80% ეწევა სასოფლო მეურნეობას და ბამბა შემოსავლის ძირითადი წყარო. ქვეყანას აქვს ბუნებრივი რესურსები და სუსტი ინდუსტრიული ბაზა. ბამბა და ოქრო ბურკინა ფასოს მთავარი ექსპორტია.”[26]
ლიტერატურა
Chafer, Tony. The End of Empire in French West Africa: France's Successful Decolonization. Berg (2002). ISBN1-85973-557-6
↑Benin, The Congo, Burkina Faso, Politics, Economics and Society, 1989, Joan Baxter and Keith Somerville, Pinter Publishers, London and New York, (Book)
↑File:Nixon, Upper Volta President Lamizana - October 15, 1973(Gerald Ford Library)(1552621).pdf
↑Francophone Sub-Saharan Africa: 1880-198. New York.
↑The name is an amalgam of Moreburkina ("honest", "upright", or "incorruptible men") and Julafaso ("homeland"; literally "father's house"). The "-be" suffix in the name for the people – Burkinabe – comes from the Fula plural suffix for people, -ɓe.
↑ 9.09.1Commemorating Thomas Sankara by Farid Omar, Group for Research and Initiative for the Liberation of Africa (GRILA), November 28, 2007