ბურგოსი (ესპ. Burgos) — ესპანეთის ბურგოსის პროვინციის დედაქალაქი. ყოფილი კასტილიის დედაქალაქი. შედის ალფოს-დე-ბურგოსის რაიონის ნაწილში და კასტილიასა და ლეონის ავტონომიურ გაერთიანებაში. მოსახლეობით ბურგოსი 37-ე ადგილს იკავებს ესპანეთში. ბურგოსი ცნობილია თავისი ძეხვით, სახელწოდებით "Morcilla de Burgos". იგი მზადდება სისხლისგან, ცხიმისა და ბრინჯისგან.
ისტორია
ბურგოსი დაარსდა IX საუკუნეში (სავარაუდოდ 884 წ.) მეფე ალფონსოს III დიდის მიერ[1], როგორც მნიშვნელოვანი დასაყრდენი წერტილი მავრებთან ბრძოლის წინააღმდეგ და XI საუკუნემდე გახდა ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი, სადაც კასტილიის მეფეების კორონაციები მიმდინარეობდა. ესპანეთში ყველა ბავშვმა იცის ბურგოსი ცნობილი, როგორც სიდის ქალაქი. ასე უწოდებდნენ XI საუკუნის ესპანელ ეროვნულ გმირს როდრიგო დიაზ დე ბივარს. იგი დასაფლავებულია ამ ქალაქში, ბურგოსის საკათედრო ტაძარში თავის მეუღლესთან დონა ხიმენასთან ერთად. ეს ტაძარი ეკუთვნის იუნესკოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას.
ქალაქში ასევე აღსანიშნავია ლას უელგასის მონასტერი, რომელიც კასტილიის მეფის ალფონს VIII მიერ დაფუძნდა 1187 წელს. ამ მონასტერში, გარდა მრავალრიცხოვანი სამეფო სამარხებისა, ინახება ხალიფ მუჰამედ ან-ნასირის ალამი, რომელიც ხელთ იგდეს 1212 წელს ლას ნავას დე ტოლოსის ბრძოლაში, რომელიც რეკონკისტას ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა იყო.
ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ბურგოსი იყო გენერალ ფრანსისკო ფრანკოს ნაციონალისტური მოძრაობის ხელმძღვანელობის ქვეშ.
გეორგაფია
ქალაქის საერთო ფართობი 107,08 კმ²-ია. მანძილი ადმინისტრაციულ პროვინციამდე 244 კილომეტრია.
ბურგოსში შედარებით კონტინენტური, მშრალი კლიმატია - ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო