ბუინაქსკი (რუს. Буйнакск) — ქალაქი რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკაში. მდებარეობს კავკასიონის მთისწინეთში, მდინარე შურა-ოზენის ნაპირზე. ქალაქში არის რკინიგზის სადგური. მოსახლეობა 65658 ადამიანი (2010).
ისტორია
დაარსდა 1834 წელს. ქალაქის სტატუსი მიიღო 1866 წელს. 1922 წლამდე ეწოდებოდა თემირხანშურა. სახელი შეეცვალა ულუბი ბუინაქსკის პატივსაცემად. 1970 წელს ძლიერად დააზიანა მიწისძვრამ.
ლიტერატურა
სქოლიო