სენატში წარმოდგენილია ბრაზილიის 26 შტატი და ფედერალური ოლქი, მისი წევრები ირჩევიან მაჟორიტარული სისტემით. წარმომადგენლობით პალატაში წარმოადგენილია თითოეული შტატის წევრები, რომლებსაც ირჩევენ პროპორციული სისტემით. კონგრესის ასეთი დაყოფა გამომდინარეობს ქვეყნის ფედერალური მოწყობიდან. კონგრესი იკრიბება ყოველწლიურად ქალაქ ბრაზილიაში: 2 თებერვლიდან 27 ივლისამდე და 1 აგვისტოდან 22 დეკემბრამდე. 2006 წლის თებერვალში კონსტიტუციის 50 გაუმჯობესებამდე კონგრესის შეკრების პერიოდი იყო: 15 თბერვლიდან 30 ივნისამდე და 1 აგვისტოდან 15 დეკემბრამდე (დეპუტატთა პალატის შიდა განაწესის მიხედვით).
ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი არის სენატის პრეზიდენტი, წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი არის რიგით მესამე პოლიტიკური ფიგურა ქვეყანაში ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ.