ბიძინა გიორგის ძე ავალიშვილი (დ. 30 აგვისტო, 1922, თბილისი — გ. 2002) — ქართველი მოქანდაკე. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1962).
ბიოგრაფია
1947 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (იაკობ ნიკოლაძის კლასი). ქართველ მოქანდაკეთაგან პირველმა გამოიყენა მასალად ხე. მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებს. ნამუშევრები: ვაჟა-ფშაველას (ქვა, 1948, დუშეთი), მირზა გელოვანის (მარმარილო, 1963, თიანეთი), ვასილ ბარნოვი ს (მარმარილო, 1967, კოდა) ძეგლები. ალექსანდრე ყაზბეგის (ხე, 1947), გალაკტიონ ტაბიძის (ბრინჯაო, მთაწმინდის პანთეონი, 1968), ვაჟა-ფშაველას (ხე, 1955), ფიროსმანის (ბრინჯაო, 1962-1963) პორტრეტები.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში