ბირთვული ფიზიკა

ეს სტატია ატომის ბირთვის ფიზიკას ეხება. ატომის ფიზიკის შესახებ იხილეთ ატომური ფიზიკა.
ბირთვული რეაქციები
ერნესტ რეზერფორდი

ბირთვული ფიზიკა — თანამედროვე ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ატომის ბირთვს, ბირთვულ პროცესებსა და ელემენტარულ ნაწილაკებს. ბირთვული ფიზიკა ატომური მრეწველობის მეცნიერების საფუძველია.

ბირთვული ფიზიკა როგორც მეცნიერება, დასაბამს იღებს ფრანგი მეცნიერის ანტუან ბეკერელის მიერ რადიოაქტივობის მოვლენის აღმოჩენიდან (1896), რომლის შედეგადაც დადგინდა ატომის რთული აღნაგობა. ნივთიერებაში გამავალი α-ნაწილაკების ნაკადის გაბნევის შესწავლის საფუძველზე (1911) ინგლისელმა მეცნიერმა ერნესტ რეზერფორდმა აღმოაჩინა ატომის ბირთვი და წამოაყენა ატომის აღნაგობის პლანეტური მოდელი, რომლის თანახმად, ატომი შედგება დადებითად დამუხტული ბირთვისა და მის ირგვლივ მოძრავი ელექტრონებისაგან. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბირთვული ფიზიკის განვითარებაში არის ჯეიმზ ჩედვიკის მიერ ნეიტრონის აღმოჩენა (1932), რასაც მოჰყვა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ატომის ბირთვი შედგება ნეიტრონებისა და პროტონებისაგან. ამავე წელს ხელოვნურად აჩქარებული ნაწილაკების გამოყენებით პირველად განხორციელდა ბირთვული გარდაქმნა.

თეორიული ბირთვული ფიზიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო ბირთვული ძალების მეზონური თეორიის შექმნა, რაც იაპონელი მეცნიერის ჰიდეკი იუკავას დამსახურებაა. ბირთვის გაყოფის მოვლენის აღმოჩენამ (1939) საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ბირთვულ ენერგეტიკას. ბირთვული ფიზიკის განვითარების თანამედროვე ეტაპი ხასიათდება მძლავრი ამჩქარებლების შექმნით, რაც საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნეს ბირთვული ურთიერთქმედებები დიდი ენერგიის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დაგროვილია დიდი ექსპერიმენტული მასალა, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ბირთვული ძალების ბუნების დადგენა.

თეორიული ბირთვული ფიზიკა ორი სახის სიძნელეს აწყდება. პირველი დაკავშირებულია იმ გარემოებებთან, რომ ცნობილი არ არის ბირთვის შემადგენელ ნაწილაკებს — ნუკლონებს შორის ურთიერთქმედების დეტალური ხასიათი, ხოლო მეორე იმ ფაქტთან, რომ ბირთვი მრავალი სხეულის სისტემაა, რის გამოც მისი თეორიული აღწერა დიდ მათემატიკურ სიძნელებთანაა დაკავშირებული. ბირთვის სრულყოფილი თეორიის შექმნა ორივე სიძნელის გადალახვას გულისხმობს. XX საუკუნის 60-70-იან წლებში თეორიული ბირთვული ფიზიკის მნიშვნელოვანი მიღწევაა ბირთვის მოდელური აღწერიდან მრავალი სხეულის პრობლემის ამოხსნის ზუსტ მათემატიკურ მეთოდებზე გადასვლა, რაც ბირთვული ძალების ხასიათის დეტალურად დადგენის საშუალებას მოგვცემს.

ბირთვის ზოგადი თვისებები და სტრუქტურა

ბირთვი

ბირთვის მნიშვნელოვანი მახასიათებელი სიდიდეებია: მასა, ელექტრული მუხტი, მასური რიცხვი, ბმის ენერგია, მაქანიკური, მაგნიტური და ელექტრული მომენტები, ეფექტიანი ზომები, აგზნებული ენერგეტიკული დონეების სისტემა. ბირთვული ფიზიკა ბირთვის თვისებებისა და სტრუქტურის თეორიული აღწერისათვის ფართოდ იყენებს სხვადასხვა ბირთვულ მოდელებს.

ბირთვული რეაქციები და ძალები

ბირთვული ძალების დამაკმაყოფილებელი თეორია ჯერ არაა შექმნილი. ფართოდაა გავრცელებული ბირთვული ძალების პრობლემისადმი ფენომენოლოგიური მიდგომა, რაც ნუკლონებს შორის ურთიერთქმედების ისეთი თვისებების შესწავლას ეყრდნობა, რომლებიც მეზონური თეორიის გამოყენების გარეშე უშუალოდ გამომდინარეობს ექსპერიმენტულ ფაქტებიდან. ბირთვული ძალების ბუნების შესახებ ცნობებს იძლევა სხვადასხვა ენერგიის ნეიტრონებისა და პროტონების პროტონებით გაბნევის ცდები, აგრეთვე დეიტრონისა და სხვა უფრო რთული ბირთვების თვისებების შესწავლა. ბუნებრივი და ხელოვნური რადიოაქტივობა α-ნაწილაკების, β-ნაწილაკების, γ-კვანტების ამოფრქვევით, აგრეთვე მძიმე ბირთვების სპონტანური გაყოფა. ბირთვული ფიზიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა ბირთვის სხვადასხვა ტიპის გამოსხივების შესწავლა. ბირთვული რეაქციები, ბირთვების გარდაქმნები, რომლებიც მიმდინარეობს მათი ერთმანეთთან ან ელემენტარულ ნაწილაკებთან ურთიერთქმედების შედეგად. აღსანიშნავია დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე რეაქციები, როგორიცაა: ნელი და სწრაფი ნეიტრონებით გამოწვეული ბირთვების გაყოფის რეაქცია, მსუბუქი ბირთვების შეერთების მოვლენა, რომელიც საფუძვლად უდევს თერმობირთვულ რეაქციებს. ბუნებაში არარსებული ელემენტების სითეზისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალმუხტიანი იონების აჩქარებას და მძიმე ბირთვებთან მათი ურთიერთქმედების შედეგად მიმდინარე რეაქციებს.

ელემენტარული ნაწილაკები

ბირთვული ფიზიკის ეს ნაწილი შეისწავლის ელემენტარულ ნაწილაკებს — ელექტრონის, პოზიტრონის, მეზონების, ნუკლონების, ანტინუკლონების, ჰიპერონების, მეზონური და ბარიონული რეზონანსების თვისებებს, მათი წარმოქმნისა და ურთიერთქმედების პროცესებს. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მაღალი ენერგიების ფიზიკას, რომლის შესწავლის საგანია კოსმოსურ სხივებში მიმდინარე პროცესები და დამუხტული ნაწილაკების მძლავრ ამჩქარებელში მიმდინარე მოვლენები.

ნეიტრონული ფიზიკა

ნეიტრონი

ნეიტრონული ფიზიკა იკვლევს ნეიტრონის თვისებებს, ბირთვების მიერ ნეიტრონების ჩაჭერისა და გაბნევის მოვლენებს, სხვადასხვა ნივთიერებაში ნეიტრონების შენელებისა და დიფუზიის პროცესებს. ნეიტრონული ფიზიკა ბირთვული რეაქტორების აგების მეცნიერული საფუძველია. ბირთვული ფიზიკის ამ დარგთან მჭიდროდაა დაკავშირებული მეცნიერული და ტექნიკური სხვა დარგებიც: მყარი სხეულების ფიზიკა, მასალათმცოდნეობა, მეტალურგია და სხვა.

ბირთვული ფიზიკის ექსპერიმენტული მეთოდები

ბირთვული ფიზიკის ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დამუხტული ნაწილაკების ამჩქარებლებს და კვლევითს ბირთვულ რეაქტორებს. რეაქტორები რადიოაქტიური იზოტოპების დიდი რაოდენობით მიღების საშუალებას იძლევა. ბირთვული ფიზიკის ექსპერიმენტული მეთოდიკის ამოცანაა აგრეთვე ელემენტარული ნაწილაკების აღმოჩენისა და რეგისტრაციისათვის განკუთვნილი ხელსაწყოების შექმნა, რაშიც დიდ როლს ასრულებს ელექტრონიკა და იმპულსური რადიოტექნიკა. ასეთი ხელსაწყოებია: საიონიზაციო კამერა, ვილსონის კამერა, ბუშტოვანი კამერა, დამუხტული ნაწილაკების სხვადასხვა ტიპის მთვლელები და სხვა . ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა ნაპერწკლოვანი კამერის ახალი სრულყოფილი ვარიანტი, რომელმაც დიდი გამოყენება პოვა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ბირთვულ გამოკვლევებში.

დოზიმეტრია

დოზიმეტრია ბირთვული ტექნიკის ნაწილია, რომელიც წარმოიშვა ატომური ენერგიის სწრაფი განვითარების შედეგად. მისი ერთ-ერთი ამოცანაა ბირთვული ფიზიკის გამოყენებით დარგებში მომუშავე პერსონალის დაცვა მავნე გამოსხივებისაგან. ბირთვულმა ფიზიკამ ფართო გამოყენება პოვა ბირთვულ ენერგეტიკასა და ბირთვულ ტექნიკაში, სამხედრო საქმეში (ატომური და წყალბადის ბომბები). რადიოაქტიურ იზოტოპებს იყენებენ სხვადასხვა პროცესის შესწავლისათვის მეცნიერულ და ტექნიკურ ისეთ დარგებში, როგორიცაა: ფიზიკა, ქიმია, მეტალურგია, ბიოლოგია, სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებანი, მედიცინა და სხვა.

ლიტერატურა

Read other articles:

Monroeborough(EN) Alba Monroe – Veduta LocalizzazioneStato Stati Uniti Stato federato Pennsylvania ConteaBradford TerritorioCoordinate41°42′46″N 76°28′31″W / 41.712778°N 76.475278°W41.712778; -76.475278 (Monroe)Coordinate: 41°42′46″N 76°28′31″W / 41.712778°N 76.475278°W41.712778; -76.475278 (Monroe) Altitudine319,13 m s.l.m. Superficie1,29 km² Abitanti514 (2000) Densità396,91 ab./km² Altre informazioniCo...

 

GuldbaggenPenghargaan terkini: Penghargaan Guldbagge ke-53Logo resmiDeskripsiKesempurnaan dalam film SwediaNegaraSwediaDipersembahkan olehSwedish Film InstituteDiberikan perdana1964Situs webSitus web resmi Penghargaan Guldbagge (bahasa Swedia: Guldbaggen, Inggris: Kumbang Emas) adalah sebuah acara penghargaan film Swedia resmi dan tahunan yang menghargai pengabdian dalam industri film Swedia. Para pemenang dianugerahi sebuah piala yang menggambarkan seekor kumbang mawar, yang lebih di...

 

Reflection of sound delayed after direct sound as heard by listener This article is about the acoustic phenomenon. For echoes in telecommunications, see Signal reflection. For other uses, see Echo (disambiguation). This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Echo – news · newspapers · books · scholar · J...

Indian actor (born 1989) AtharvaaAtharvaa Murali at Eetti Success Meet.BornAtharvaa Murali (1989-05-07) 7 May 1989 (age 34)Madras, Tamil Nadu, IndiaOccupationActorYears active2010–PresentParentsMuraliShobha MuraliRelativesS. Siddalingaiah (Grand Father)Daniel Balaji (Uncle) Atharvaa Murali (born 7 May 1989) is an Indian actor who works in Tamil cinema. The son of actor Murali and grandson of director S. Siddalingaiah, Atharvaa began his acting career with Baana Kaathadi (2010). ...

 

Toyota FJ CruiserInformasiProdusenGuangzhou-Toyota[butuh rujukan]Masa produksi2006–2018Model untuk tahun2007–2018PerakitanHamura, Tokyo, Japan Guangzhou, TiongkokBodi & rangkaKelasSUV KompakBentuk kerangka2+2-door SUVTata letakmesin depan, Penggerak roda belakang / penggerak 4 rodaPlatformJ Series, modified of Land Cruiser PradoMobil terkaitToyota 4RunnerToyota TacomaToyota HiluxToyota Land Cruiser PradoPenyalur dayaMesin4.0 L 1GR-FE V6Transmisi6-speed manual (h...

 

Balinese Hindu temple Richly adorned kori agung gate and pavilions within Pura Dalem Agung Padantegal compounds in Bali. A Pura is a Balinese Hindu temple,[1] and the place of worship for adherents of Balinese Hinduism in Indonesia. Puras are built following rules, style, guidance, and rituals found in Balinese architecture. Most puras are found on the island of Bali, where Hinduism is the predominant religion; however many puras exist in other parts of Indonesia where significant num...

British anarchist (1946–2020) Stuart ChristieBorn(1946-07-10)10 July 1946Partick, Glasgow, ScotlandDied15 August 2020(2020-08-15) (aged 74)Chelmsford, Essex, EnglandOccupation(s)Anarchist writer and publisherNotable workGranny Made Me an Anarchist (2004)SpouseBrenda Earl Part of a series onAnarchism History Outline Schools of thought Feminist Green Primitivist Social ecology Total liberation Individualist Egoist Free-market Naturist Philosophical Mutualism Postcolonial African Black Qu...

 

Українська гімназія № 1 Тип гімназіяКраїна  Україна 48°56′41″ пн. ш. 24°41′17″ сх. д. / 48.944588° пн. ш. 24.688167° сх. д. / 48.944588; 24.688167Девіз Scientia vinces (Знаннями переможемо)Засновано 1905 (відновлено 1992)Закрито 1944Директор Дейчаківський Ігор ІвановичУч...

 

Qalam digunakan dalam kaligrafi. Qalam (bahasa Arab/bahasa Farsi/bahasa Urdu/bahasa Sindhi: قلم) adalah sejenis pena yang terbuat dari rumput buluh atau sejenis gelagah, yang digunakan dalam seni kaligrafi Islam. Kata Qalam berasal dari bahasa Yunani κάλαμος, artinya gelagah. Dalam bahasa Arab, bahasa Turki, dan bahasa Kurdi modern, kata ini dapat berarti pena atau pensil, sedangkan dalam bahasa Farsi, bahasa Hindi, bahasa Benggala, dan bahasa Urdu, kata ini hanya berarti pena. Tint...

  لمعانٍ أخرى، طالع هوية (توضيح). هويةمناطق الوجود المميزةالبلد  الصومال  إثيوبيا  كينيا  إثيوبيا  كينيااللغات اللغة الصومالية اللغة العربيةالدين الإسلام (سنة)المجموعات العرقية المرتبطةفرع من صوماليون مجموعات ذات علاقة دير، دارود، إسحاق، رحانوين، وصوم�...

 

John P. WhiteWhite in 199425th United States Deputy Secretary of DefenseIn officeJune 22, 1995 – July 15, 1997PresidentBill ClintonPreceded byJohn M. DeutchSucceeded byJohn J. HamreAssistant Secretary of Defense for Logistics and Materiel ReadinessIn officeMay 11, 1977 – October 31, 1978PresidentJimmy CarterPreceded byFrank A. ShrontzSucceeded byRobert B. Pirie, Jr. Personal detailsBornJohn Patrick White(1937-02-27)February 27, 1937Syracuse, New YorkDiedSeptember 3, 2017...

 

В Википедии есть статьи о других людях с такой фамилией, см. Грудинин. Павел Николаевич Грудинин Депутат Совета депутатов Ленинского городского округа от округа № 29 с 22 декабря 2019 Председатель Совета депутатов Городского поселения Видное 9 октября 2017 — 14 февраля 2019...

A parade celebrating the anniversary of the Hudson's Bay Company in Edmonton, 1920. The first inhabitants hunted and gathered in the area that is now Edmonton, Alberta, Canada, around 3,000 BC and perhaps as early as 10,000 BC, when an ice-free corridor opened up as the last ice age ended and timber, water, and wildlife became available in the region.[1] Early history Edmonton, like many places in North America, was inhabited for thousands of years by First Nations groups. F...

 

American writer (1926–2013) Diana M. Vogel Diana M. Vogel (1926 – 2013), known professionally as D. H. Melhem, was an American poet, novelist, and editor. Life She was born in Brooklyn, New York, the daughter of Nicholas Melhem and Georgette Deyrataui Melhem, both immigrants from Lebanon. She graduated from New York University cum laude and received her master's degree and a doctoral degree in English and American Literature from City College. She was a longtime resident of N...

 

Artikel ini perlu dikembangkan agar dapat memenuhi kriteria sebagai entri Wikipedia.Bantulah untuk mengembangkan artikel ini. Jika tidak dikembangkan, artikel ini akan dihapus. Laguna di Buada, Nauru Buada adalah sebuah distrik dan konstituensi di Nauru bagian barat daya. Luas wilayahnya ialah 2,6 km² dan populasi 980 jiwa. Sebuah laguna terletak di tengah-tengah distrik ini. Buada diwakili oleh dua anggota parlemen. lbsDistrik di Nauru Aiwo · Anabar · Anetan ...

Communist party in Albania This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Communist Party of Albania 1991 – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2017) (Learn how and when to remove this message) Communist Party of Albania Partia Komuniste e ShqipërisëGeneral SecretaryQemal CicollariF...

 

Portuguese explorer (1500–1548) His LordshipJoão de CastroPortrait of D. João de Castro in Livro de Lisuarte de Abreu, c. 1560.Governor and Viceroy of IndiaIn office1545 – 6 June 1548MonarchJohn IIIPreceded byMartim Afonso de SousaSucceeded byGarcia de Sá Personal detailsBorn27 February 1500 (1500-02-27)Lisbon, PortugalDied6 June 1548 (1548-06-07) (aged 48)Goa, IndiaMilitary serviceAllegiancePortuguese EmpireBattles/wars Ottoman–Portuguese conf...

 

Bridge in Melbourne, AustraliaCharles Grimes BridgeCoordinates37°49′24″S 144°56′53″E / 37.82333°S 144.94806°E / -37.82333; 144.94806CarriesRoadCrossesYarra RiverLocaleMelbourne, AustraliaHistoryOpened4 August 1978Location The Charles Grimes Bridge is a dual-carriageway bridge that carries the Docklands Highway over the Yarra River in the Docklands precinct of Melbourne, Australia. It was named after New South Wales surveyor general Charles Grimes, who was ...

Town in Greater Manchester, England Not to be confused with Rochedale. For other uses, see Rochdale (disambiguation). Town in EnglandRochdaleTownRochdale Town Hall, St Chad's Church, Number One Riverside, Milkstone Mosque and Rochdale Town Centre skylineRochdaleLocation within Greater ManchesterArea22 sq mi (57 km2)Population111,261 [1]• Density5,057/sq mi (1,953/km2)OS grid referenceSD893130• London222 mi (357 km) SSEMetropol...

 

سالفا كير (بالدينكاوية: Salva Kiir Kuethpiny Mayardit)‏    مناصب نائب رئيس جنوب السودان   في المنصب9 يوليو 2005  – 30 يوليو 2005  نائب رئيس السودان[1][2][3]   في المنصب11 أغسطس 2005  – 9 يوليو 2011  وزير التعلي العالي   في المنصب2011  – 2011  رئيس جنوب السودان (1 )  ...