ბესარაბია წარმოადგენდა 1812-1871 წლებში რუსეთის იმპერიის ობლასტს, ხოლო შემდგომ წლებში 1871-1917 გუბერნიას. ის იყო მოლდოვის სამთავროს აღმოსავლეთი ნაწილი, რომლის ანექსიაც რუსეთმა რუსეთ-ოსმალეთის ომის (1806-1812) შემდგომ დადებული ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების (1812) საფუძველზე მოახდინა. გუბერნია 1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, სფატულ ცერის გადაწყვეტილებით გაუქმდა და მის ნაცვლად იმავე წლის დეკემბერში შეიქმნა მოლდოვის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც 1918 წლის აპრილში შეუერთდა რუმინეთს.
ყოფილი გუბერნიის ტერიტორიის დაახლოებით 70% დღეისთვის ეკუთვნის მოლდოვეთს, ხოლო 30% უკრაინას.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Keith Hitchins, Rumania: 1866-1947 (Oxford History of Modern Europe). 1994, Clarendon Press. ISBN 0-19-822126-6
- Charles King, The Moldovans: Romania, Russia, and the Politics of Culture, 2000, Hoover Institution Press. ISBN 0-8179-9791-1