რეიმონდ ბერი ოუკლი III (ინგლ. Raymond Berry Oakley III; დ. 4 აპრილი, 1948, ჩიკაგო — გ. 11 ნოემბერი, 1972, მეიკონი) — ამერიკელი ბას-გიტარისტი, ჯგუფ The Allman Brothers Band-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.
ოუკლი დაიბადა ჩიკაგოში, ილინოისის შტატში. იზრდებოდა პარკ-ფორესტის (ილინოისი) ერთ-ერთ გარეუბანში.[1] შემდეგ გადავიდა ფლორიდაში, სადაც გაიცნო დიკი ბეტსი და შეუერთდა მის ჯგუფ The Second Coming-ს. 1969 წელს იგი გახდა The Allman Brothers Band-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, დუეინ ოლმენთან, გრეგ ოლმენთან, ბუტჩ ტრაკსთან, დიკი ბეტსისთან და ჯეი ჯოანი იოჰანსონთან ერთად.
დუეინ ოლმენის ავტოკატასტროფაში გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მეიკონში, ჯორჯიის შტატში, 1972 წლის 11 ნოემბერს, სამი კვარტალის მოშორებით, სადაც დაიღუპა დუეინ ოლმენი, ოუკლი ამავე ვითარებაში მოყვა ავსტოკატასტროფაში და თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Scott Freeman, Midnight Riders: The Story of The Allman Brothers Band, 1995, p. 36
|
---|
| | | სტუდიური და საკონცერტო ალბომები | |
---|
| რეტროსპექტული საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები
და ბოქს-სეტები | |
---|
| ვიდეო ალბომები | |
---|
| სინგლები | |
---|
| დაკავშირებული | |
---|
|