ბერდავანი (სომხ. Բերդավա) ან გალინაჯაქარი (სომხ. Գալինաջաքար) — ციხესიმაგრე სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტავუშის პროვინციის ქალაქ ნოემბერიანის მახლობლად. ციხესიმაგრის სიახლოვეს გაშენებულია სოფელი ბერდავანი. ციხესიმაგრე მდებარეობს ზღვის დონიდან 664 მეტრ სიმაღლეზე[1].
ისტორია
ციხესიმაგრე გალინაჯაქარი ანუ ბერდავანი აგებულია XI საუკუნეში. მოგვიანებით დაანგრიეს, ხოლო შუა საუკუნეებში აღადგინეს. უკანასკნელად რესტავრაცია ჩაუტარეს 1980 წელს, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს კერამიკის ნიმუშები და რკინის ცულები. ბოლო პერიოდში ციხესიმაგრე სხვა დანიშნულებით გამოიყენეს ყარაბახის კონფლიქტის პერიოდში.
ლიტერატურა
- Kiesling, Brady (2005), Rediscovering Armenia: Guide, Yerevan, Armenia: Matit Graphic Design Studio
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო