ბენჯამინ განცი (ებრ.בִּנְיָמִין "בֵּנִי" גַּנְץ; დ. 9 ივნისი, 1959) – ებრაელი ჯარისკაცი და პოლიტიკოსი. 2011 წლიდან 2015 წლამდე მსახურობდა, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების მე–20 გენერალური შტაბის უფროსად.[1][2] 2020 წელს 26 მარტს განცი აირჩიეს ქნესეთის სპიკერად.[3] 2020 წლის 20 აპრილს, განცი შეუთანხმდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რომ შეუერთდეს ერთიანების მთავრობას.[4]
2018 წლის დეკემბერში მან ჩამოაყალიბა ახალი პოლიტიკური პარტია, სახელწოდებით „ჰოსენ ლე-ისრაელ“.[5][6] მოგვიანებით პარტია შეუერთდა სხვა ორ პარტიასთან ერთად პოლიტიკურ ალიანსში.
განცის ცისფერი და თეთრი პარტიის პლატფორმა მიზნად ისახავს შემოუღოს პრემიერ-მინისტრის პოსტს ვადა, აუკრაძალოს ბრალდებულ პოლიტიკოსებს პარლამენტარობა, შეუზღუდოს ისრაელის მთავარ რაბინატს ქორწინებაზე უფლებამოსილება და ადრეულ განათლებაში ინვესტირებას.
ადრეული ცხოვრება
ბენჯამინ განცი დაიბადა ისრაელში, ქფარ აჰიმში, 1959 წელს. დედამისი მალკა ჰოლოკოსტს გადარჩენილი იყო, წარმოშობით უნგრეთიდან. მამამისი ნაჰუმი წარმოშობით იყო რუმინეთიდან, იგი დაპატიმრებული იყო ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ, ისრაელამდე არ მიხწეული, პალესტინაში უკანონოდ შესვლის მცდელობისთვის. მისი მშობლები მოსევის დასახლების დამფუძნებლების შორის იყვნენ, რომელიც კოოპერატიული სასოფლო–სამეურნეო საზოგადოებაა სამხრეთ–ცენტრალურ ისრაელში. ახალგაზრდობაში ბენი განცი დაესწრო შაფირის საშუალო სკოლას მერკაზ-შაპირაში, ხოლო პანსიონში იმყოფებოდა ჰამქფარ-ჰაიროკის სოფელში რამატ-ჰაშარონში.
ხოლო პანსიონში იმყოფებოდა ჰამქფარ-ჰაიროკის სოფელში რამატ-ჰაშარონში.
განცი დაამთავრა ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო შტაბის და ეროვნული უსაფრთხოების კოლეჯი. მან მოიპოვა ისტორიის ბაკალავრის ხარისხი, თელ-ავივის უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში ჰაიფას უნივერსიტეტში და მორიგი სამაგისტრო ხარისხი ეროვნული რესურსების მენეჯმენტში შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში.[7]
სამხედრო კარიერა
1977 წელს განცი შეუერთდა ისრაელის თავდაცვის ძალებს. ის მოხალისედ მუშაობდა მედესანტთა ბრიგადაში. 1977 წელს განცს ჰქონდა პირველი მისსია, როგორც ახალგაზრდა წვევამდელი მას დაევალა ეგვიპტის პრეზიდენტის ანვარ საადატის ისრაელში ვიზიტის დროს, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 1978 წელს მარტში, სამხრეთ ლიბანის კონფლიქტში განცი იბრძოდა, როგორც მედესანტე და 1978 წელს ივნისში მონაწილეობდა ლიბანში საწვრთნელი ბაზის დარბევაში. 1979 წელს, განცი ოფიცერთა სკოლის დასრულების შემდეგ გახდა ოფიცერი. იგი დაუბრუნდა მედესანტეთა ბრიგადაში და მსახურობდა ოცეულის ლიდერად და კომპანიის მეთაურად. შემდგომში დაასრულა აშშ-ს არმიის სპეცრაზმებში სამხედრო კურსი და იბრძოდა ლიბანის პირველ ომში.[8]
მოგვიანებით მან meTaurobda 890 „ეფეს“ მედესანტთა ბატალიონს კონტრპარტიზანულ ოპერაციებში სამხრეთ ლიბანის უსაფრთხოების ზონაში.[9] 1991 წელს, მან „სოლომონის ოპერაციის“ ფარგლებში, 36 საათის განმავლობაში თვითმფრინავით 14 000 ეთიოპელი ებრაელი გამოიყვანა ეთიოპიიდან. მონაწილეობდა მეორე ინტიფადისა და ლიბანის მეორე ომის დროს.
სამხედრო კარიერის მიმდინარეობისას, განცი მსახურობდა ისრაელის საჰაერო ძალებში, შალდაგის განყოფილების მეთაურად, ასევე 35-ე მედესანტეების ბრიგადის მეთაურად,[10] ჩრდილოეთ სარდლობის რეზერვების სამმართველოს მეთაურად, ლიბანის სამეკავშირეო განყოფილების მეთაურად, 2000 წელს იუდეისა და სამარიის სამმართველოს მეთაურად, 2001 წელს ისრაელის ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურად და როგორც ისრაელის სამხედრო ატაშე შეერთებულ შტატებში 2005-2009 წლებში, სანამ დაინიშნებოდა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ.
შტაბის უფროსი
მისი წინამორბედის ალუფ იოვა გალანტის გათავისუფლეს შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა იგი 2011 წლის 5 თებერვალს, გენერალური შტაბის მე-20 უფროსად დანიშნა.[11] 2011 წლის 13 თებერვალს, ისრაელის მთავრობამ ერთხმად დაადასტურა განცის კანდიდატურა, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსად.
გენერალური შტაბის უფროსად დანიშვნის შემდეგ, განცმა ისრაელის თავდაცვის ძალებში გენერალ წოდება პირველად ქალს მიანიჭა.[12][13]
იბრძოდა ღაზის სექტორში მოქმედი დაჯგუფებების წინააღმდეგ.[14]
პოლიტიკური კარიერა
2018 წლის დეკემბერში განცმა გამოაცხადა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, მაგრამ თავდაპირველად არ გაამჟღავნა მისი შეხედულებები ან ორგანიზაციის სახელწოდება.[15] გამოკითხვებმა აჩვენა პარტიის მიმართ რბილი მხარდაჭერა.[16][17] 2018 წლის 27 დეკემბერს, განცმა ოფიციალურად ჩამოაყალიბა „ისრაელის წინააღმდეგობის პარტია“, რომელიც 2019 წლის აპრილში, მონაწილეობა მიიღო ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში.
2019 წლის 29 იანვარს, თავის პირველ ძირითად პოლიტიკურ გამოსვლაში, განცმა დასძინა, რომ გააძლიერებდა ებრაულ დასახლებებს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და თქვა, რომ ისრაელი არასოდეს დატოვებს გოლანის მაღლობებს.
2019 წლის 17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, განცმა ჩამოთვალა დასავლეთის ძირითადი გამოწვევები და მათ შორის დაასახელა „ექსტრემისტული ირანი, ისლამური ტერორი და რეგიონალური არასტაბილურობა".[18]
2019 წლის მარტსა და 2020 წლის მარტს შორის სამი არჩევნები ჩატარდა, რამაც ისრაელში საკონსტიტუციო კრიზისი გამოიწვია. 2019 წლის სექტემბრის არჩევნების შემდეგ, განცს დაეკისრა მთავრობის შექმნა და მან ეს ვერ შეძლო. მომდევნო წლის მარტში, რამდენიმე მანდატის დაკარგვის შემდეგ, მას კვლავ მიეცა მანდატი კოალიციის შექმნაზე.
2020 წლის 26 მარტს, განცი აირჩიეს ქნესეტის სპიკერად, სადაც შეცვალა ლიქუდის კანდიდატი. აგრეთვე მოილაპარა ნეთანიჰაუს როტაციულ პრემიერობაზე, სადაც ის ორი წლის შემდეგ გახდება ქვეყნის პრემიერ.[19]
2019 წლის თებერვალში, ისრაელელ-ამერიკელმა ქალმა დაადანაშაულა განცში საკუთარი თავის გამოვლენა 40 წლით ადრე, რამაც გამოიწვია მისი ტრავმული დარღვევები. განცმა უარყო ყველა ბრალდება და განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტი არასოდეს მომხდარა და რომ ეს ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული.