ბენგელის პროვინცია (პორტ. Benguela) — პროვინცია ანგოლაში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ბენგელა.
გეოგრაფია
ბენგელის პროვინციის ფართობი შეადგენს 31 788 კმ²-ს[1]. დასავლეთიდან პროვინციას გარს ერტყმის ატლანტის ოკეანის წყლები. სამხრეთში მას ესაზღვრება ნამიბეს და უილის პროვინციები, ჩრდილოეთში — სამხრეთი კვანზის პროვინცია, აღმოსავლეთში — უამბოს პროვინცია.
მოსახლეობა
2014 წლის აღწერის მონაცემების თანახმად ბენგელის პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 231 385 ადამიანს[2].
ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია დაყოფილია 10 მუნიციპალიტეტად:
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო